x
image
ელენე გუმა
"ვინ იცის, რა მდგომარეობაში იყო ეს გოგო? არ ვამართლებ, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ..."
image


მომღერალი მაია დარსმელიძე აღაიანში მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება.


როგორც დარსმელიძე წერს, არ ამართლებს იმ გოგოს, რომელიც საკუთარი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, თუმცა არავინ ყურებს ამ ტრაგედიის წინაპირობას და არავინ იცის რა მდგომარეობაში იყო გოგონა.


დარსმელიძე ასევე აზეარებს ინფორმაციას პოსტსამშობიარო დეპრესიაზე და მოუწოდებს ხალხს, გაცნონ მას.



"მთავარია, რომ ოჯახის სიწმინდის დღესასწაული გვაქვს. და მერე რა თუ არასრულწლოვანია გოგო, რომელიც მშობლებმა "პატრონს" ჩააბარეს და კიდევ ერთი "ჭეშმარიტი ოჯახი" შეაქმნევინეს. არასრულწლოვანს!!!! @@@@@
ვინ იცის, რა მდგომარეობაში იყო ეს გოგო? არ ვამართლებ, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ რა არის ამ საშინელი ტრაგედიის წინაპირობა??? აქვე ჩავაგდებ ლინკს პოსტსამშობიარო დეპრესიაზე და გადაიკითხეთ ყურადღებით, ქვისმსროლელებო..."- წერს დარსმელიძე.


კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ - მ.შ. თავისი შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ დააკავა.


გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.


შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


"გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, "



0
216
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0