ის იყო ერთადერთი თუ არა ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი მსოფლიოში გასული საუკუნის 60 - იან წლებში.78 წლის ასაკში მუსიკოსი, მომღერალი და მსახიობი თავის 71 წლის მეუღლესთან ბარბარა ბახთან ერთად გამოჩნდა ლოს ანჟელესში მუსიკალურ - დოკუმენტალური ფილმის "Echo In the Canyon" მხარდასაჭერად.მომღერალმა რინგო სტარმა, რომელსაც კომპანიონობას მეუღლე - ბონდის გოგონების ვარსკვლავი ბარბარა ბახი უწევდა ( ცნობისათვის ვარსკვლავი ბარბარაზე 1981 წელს იქორწინა ) წარმოადგინა ფილმი, სადაც ისტორია მოგვიტხრობს როკისა და ხალხური მუსიკის გადაკვეთაზე, რომელიც 1960 - იანი წლების ბოლოს ლაურელე კანიონის სამეზობლოში მცხოვრებ მხატვრებს შორის მოხდა.ამ დოკუმენტური ფილმის ვარსკვლავი იაკობ დილანი, რომელიც 49 წლის ბობდილანის შვილია, რამდენიმრ სიმღერას ასრულებს იმ ეპოქიდან, საიდანაც იყო "The Beach Boys' I Just Wasn't ".ფილმის რეჟისორი გახლავთ ენდრიუ სლეიდერი, ვეტერანი მუსიკალურ ინდუსტრიაში, რომელიც ერთ დროს ხელმძღვანელობდა დილანის ჯგუფს "Wallflowers". ასევე არის ყოფილი გენერალური დირექტორი "Capitol Records".ლეგენდის ირგვლივ ტავი მოიყარეს მსახიობებმა, რომლებიც ფილმზე მუშაობდნენ: ბრაიან უილსონი, სტივენ სტილსი, დევიდ კროსიბი, გრეჰამ ნეში, მიშელ ფილიპსი, ჯექსონ ბრაუნი, ერიკ კლაპტონი, როჯერ მაკგინი და ლუ ადლლერი."Byrds" - ის ხელმძღვანელმა როჯერ მაკგინმა 76 წლის სტივენ სტილსი 74 წლის ასაკში დააჯილდოვა.ფილმის ჩვენება მოხდა გუშინ ლოს ანჯელესში, ხოლო დიდ თეატრში მისი შერჩევითი ჩვენება 31 მაისს არის დაგეგმილი.ახლა რაც შეეხება 60 - 70 - იანი წლების ლეგენდას რინგო სტარს, ცოტა რამ მისი ბიოგრაფიიდან: - ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ტექსტის ავტორი და მსახიუობი, რომელმაც ადრეულ ასაკში დაიწყო როკ ჯგუფებში მუშაობა და 1962 წელს "ბითლზების" წევრი გახდა.ჯგუფის დაშლის შემდეგ სოლო კარიერაც განაგრძო და კინოშიც მოსინჯა ბედი. პირველი ცოლი, მორინ კოქსი 1965 წელს შეირთო, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, ხოლო მეორე ცოლად დღესაც ჰყავს ჯეიმს ბონდის ყოფილი მეგობარი გოგონა ბარბარა ბახი.