"ნუთუ შესაძლებელია,შვილი გაგუდო,მოპარული ოქრო დაალომბარდო და ღამე საყვარელთან გაატარო?!"
მწერალი ია ნანეიშვილი აღაიანში მომხდარ საზარელ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"სამყარო, სადაც დედას შვილის მოკვლა შეუძლია, ვერ უზრუნველყოფს ვერავის სიმშვიდეს...
სამყარო, სადაც სხვაზე შურისძიებისთვის, ღვიძლი შვილის გაგუდვაც კი შესაძლებელია, როგორ შეიძლება იყოს ბედნიერი...
ასეთი დედა- დედა არ არის!!!
ასეთს არ შეიძლება ეწოდოს- დ ე დ ა!!!
მარტო შვილის გაჩენა არ ნიშნავს დედობას!!!
...ვფიქრობ და ვერ ვიჯერებ, ნუთუ სრულ ჭკუაზე მყოფ ქალს-დედას, ამის ჩადენა შეუძლია?!
ნუთუ შესაძლებელია, შვილი გაგუდო, მოპარული ოქრო დაალომბარდო და ღამე საყვარელთან რომელიღაც სასტუმროში გაატარო?!
ამ დროს, მეც ერთ-ერთი განმკითხავი ვხდები!
მეც ერთ-ერთი ქვის მსროლელი ვხდები და ვიმეორებ, რომ:
-"მაგას ციხე კი არა, შუბლში ტყვია უნდა!"
-სხვა კაცთან თუ უნდოდა გაქცევა, ბავშვს რას ერჩოდა?!"
-"შვილის მოკვლას, თავი მოეკლა ჯობდა"...
-"რად უნდა ასეთ დედას სიცოცხლე?!"
-"სადისტი, როგორ, არ შეეცოდა, როგორ არ შეებრალა, როგორ არ დაენანა საკუთარი შვილი?!"-
ასე უსასრულოდ შემიძლია გაგრძელება და ქვის სროლა...
მაგრამ, აღწევს კი ჩვენი ნასროლი ქვები იმ დამნაშავემდე, რომელმაც უსასტიკესი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს...
შესაძლოა, მას არც ესმის ჩვენი ნასროლი ქვების ზუზუნი და არც სტკივა, რადგან მისი ტკივილი ჩვენს ტკივილზე ბევრად მეტია...ის უკვე ცოცხალ-მკვდარია...მას შვილი აღარ ჰყავს...ის უკვე დედა აღარ არის!..
...............................................................................................
არ უნდა აჩენდნენ ბავშვები-ბავშვებს!..
ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა თოჯინებით თამაში არ არის!
ოჯახი-პასუხისმგებლობაა!
დედობა- "დედა-შვილობანას" თამაში არ არის!..
რა უნდა სამოთხეს დედამიწაზე!..აქ ადამიანები მხოლოდ ჯოჯოხეთს აწყობენ სამწუხაროდ!..