x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
პლაჟის დიეტა. 2 კვირაში - – 5კგ. (სრულიად უსაფრთხო დიეტა, რომლის დაცვა მთელი ცხოვრების მანძილზე შეგიძლიათ)

კარგი გარეგნობის გამო ქალბატონები (და არა მარტო) ხშირად მიმართავენ რადიკალურ ზომებს: ხანგრძლივი დიეტა, შიმშილი, იძულებითი ვარჯიში, რასაც ხან ტრავმებიც ერთვის…


image


ამასთან, ყველას არ შეუძლია მკაცრი დიეტის დაცვა და ყოველდღიურად ვარჯიში. და მიზეზი მხოლოდ ნებისყოფა არ არის. არსებობს სხვა ფაქტორებიც, მაგ., ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო გრაფიკი და ა. შ. ამიტომ მათთვის, ვინც დიეტას ვერ იცავს და ვერ ვარჯიშობს, კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს – უგლუტეინო დიეტა. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს დიეტა არც არის, უფრო ცხოვრების წესია. ხოლო, გლუტენი (ლათ. gluten – წებო), რომელიც კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ, რთული ცილაა და მას შემკვრელის ფუნქცია აქვს რიგ პროდუქტებში, რის გამოც, მას წებოვანასაც უწოდებენ. შეწებების გარდა, გლუტეინს კიდევ ერთი ფუნქცია აქვს – უფრო პრიალას და ელასტიკურს ხდის პროდუქტს.

უგლუტეინო დიეტა არანაირ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, უფრო პირიქით –აჯანსაღებს და ასუფთავებს მას. ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში 2 კვირაში 5 კგ-ს დაკლება არის შესაძლებელი.

უგლუტეინო დიეტა ამერიკელმა კარდიოლოგმა, არტურ აგატსტონმა შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გლუტეინზე აქვს ალერგია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის ძალიან ეფექტური საშუალებაა ჭარბი წონის მოსაცილებლადაც.

დიეტის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ რაციონიდან სრულად იყოს ამოღებული გლუტეინის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წებოვანას შეიცავს ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და შესაბამისად, ყველა პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც, ეს მარცვლეული შედის.

წონის დაკლების გარდა, როგორც აღვნიშნეთ, დიეტას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს – ის ორგანიზმს წმენდს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანს კალორიების დათვლისგან ათავისუფლებს. ქვემოთ წარმოდგენილია გლუტეინის შემცველი, ანუ აკრძალული პროდუქტების სია და პრდუქტების სია, რომლებიც ამ ნივთიერებას არ შეიცავს. სიებში ყველა პროდუქტი არ არის დაფიქსირებული და ამის გაკეთება შეუძლებელიც არის, მაგრამ ორიენტირება კვების რაციონის შედგენისას, რთული არ არის. მაგ., აკრძალული პროდუქტების სიაში წერია, რომ არ შეიძლება შოკოლადის კანფეტები გულსართით. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შოკოლადის ფილა. ასევე არ შეიძლება ნაყინი, მაგრამ თუ მას სახლშოი მოამზადებთ, იმ პროდუქტებით, რომელებიც დასაშვები პროდუქტების სიაში შედის, – შეიძლება.


დიეტის დროს აკრძალური პროდუქტების სია:


პურ-პროდუქტები, მაღალი ხარისხის ფქვილისგან, ნამცხვარი, ორცხობილა;

მაკარონი და მაკარონის ნაწარმი;

სწრაფი კვების პროდუქტები;


ლუდი, ჯინი, ვისკი, არაყი;

კონსერვირებული ბოსტნეული, ხილი, ხორცი;

ბურახი, სუბლიმირებული ყავა, არომატიზირებული ჩაი;

ძეხვ-პროდუქტები, ხორცის ნახევრად მზა პროდუქტები;

თევზის ნახევრად მზა პროდუქტები (კიბორჩხალას ჩხირები, თევზის კოტლეტები საფანელით);

ნაყინი, შოკოლადის კანფეტები გულსართით, ფერადი კარამელი;

გამზადებული სანელებლების ნაკრები, მაიონეზი, კეტჩუბი;

გარდა ამისა, გლუტეინს შეიცავს ზოგირთი წამალი და საკვები დანამატი. თუ შეფუთვაზე პროდუქტის შემადგენლობაში არის ქვემოთ მოცემული ინდექსებიდან რომელიმე, ე. ი. მის შემცველობაში გლუტეინიც არის.

გლუტეინის შემცველი დანამატების ინდექსებია: E150 (E150a, E150b, E150c, E150d), E160, E411, Е636, Е637, E965, E106b, E471, E953. Е1400-დან –Е1500-მდე ყველა ინდექსი.


დიეტის დროს დაშვებული პროდუქტების სია:


წიწიბურა, სიმინდი, ბრინჯი, ფეტვი

თხილეული, მზესუმზირა

პარკოსნები

ხორცი

თევზი

რძის პროდუქტები

კარტოფილი

უხეშად დაფქული ფქვილის პური

მჭადი

ბოსტნეული, ხილი, ზეთისხილი, მწვანილი

კვერცხი

თაფლი, კაკაოს ფხვნილი, სახლში მომზადებული მურაბა


დიეტის დაცვის ვადა შეზღუდული არ არის და შეგიძლიათ მთელი ცხოვრების მანძილზე უგლუტენო დიეტაზე ანუ ჯანსაღი კვების რაციონზე იყოთ.

imageimageimageimageimageimageimage






0
591
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0