საზოგადოებრივი მშვიდობით კილოგრამო!რატომ მოძველდა ეს წონის ერთეული? 2019, 22 მაისი, 17:05 20 მაისს მეტროლოგიის მსოფლიო დღე იყო და ამასთანავე ძალაში შედის კილოგრამის განსაზღვრის ახალი სტანდარტი, რომელსაც მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ. თუმცა ეს არ აისახება ჩენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ეს ნაბიჯი გადადგმული უპირველეს ყოვლისა სამეცნიერო სამყაროსა და მრეწველობისთვის. კილოგრამი-ერთერთია საერთაშორისო გაზომვის სისტემის 7 ძირითადი ერთეულიდან. მათ შორის ოთხის განსაზღვრება-თვით კილოგრამი, ამასთანავე ამპერი(დენის ძალის მზომი) კელვინი(ტემპერატურის) და მოლი(ნივთიერებათა რაოდენობის)-მთლიანად გადაიხედა ზომების და წონის მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც გასული წლის ბოლოს გაიმართა ვერსალში. კილოგრამი უკანასკნელი ერთეულია ძირითადი საზომებიდან რომელშიც ჩადებულია რეალური ფიზიკური ობიექტი, ის ოფიციალურად 1901 წელს მიიღეს.ეს არის 4 სანტიმეტრიანი ცილინდრი, რომელიც დამზადებულია პლატინისგან(90%) და ირიდიუმისგან(10%), ეტალონი ლონდონში დამზადდა 1899 წელს. ამჟამად იგი ინახება საფრანგეთის ქალაქ სევრის ზომის და წონის საერთაშორისო ბიუროში(BIPM). დროის გასვლასთან ერთად ფიზიკური ობიექტი კარგავს ატომებს(ფიზიკურად ცვდება) ან პირიქით, გარემოდან იკვებება მოლეკულებით, ამიტომ ამ 100 წლის განმავლობაში ეტალონის წონა შეიცვალა რამდენიმე მიკრონით, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის აღარ არის იდეალურად ზუსტი და ეტალონად აღარ გამოდგება. ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდეს, თუმცა მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის და მრეწველობისთვის. აწი უკვე კილოგრამი გაიზომება ე.წ. ვატას სასწორით(ან კიბლის ბალანსით)-ეს საზომი წონას საზღვრავს პლანკის მუდმივას საშუალებით, რომელიც კვანტურ თეორიაზეა დაფუძნებული ანუ კილოგრამის განსაზღვრება დაკავშირებული ელექტომაგნიტურ ენერგიასთან, იმისთვის, რომ მასა იყოს ზუსტი, ეტალონურ გირს შეცვლის ელექტროძაბვა. 226 3-ს მოსწონს
|