კინო "სტალინის ბნელი წარსული"- აზერბაიჯანელების გადაღებული დოკუმენტური ფილმი 2019, 21 მაისი, 21:47 აზერბაიჯანელი რეჟისორის ჯალადადინ გასიმოვის ახალი დოკუმენტური ფილმი "სტალინის ბნელი წარსული" (Stalinin qaranlıq kecmişi) შევიდა ოთხი საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, აცხადებს ფილმის ავტორი და მთავარ პროდიუსერი. ფილმი გადაღებულია SSP Production- ს მიერ, რედაქტორი აკპერ გოშალი, ტექსტს კითხულობს ელდოსტ ბაირამი. ფილმი წარმოდგენილი იქნება ფესტივალზე Cefalù Film Festival (იტალია), International Shorts (ავსტრალია), The Lift-Off Sessions (დიდი ბრიტანეთი), First-Time Filmmaker Session (დიოდი ბრიტანეთი). ფილმი "სტალინის ბნელი წარსული" მოგვითხრობს სტალინის (იოსებ ჯუღაშვილის) ახალგაზრდობის წლებზე ბაქოში. სტალინი ამბობდა, რომ ეს ქალაქი გახდა მისი ცხოვრების დიდი სკოლა. სტალინი განსაკუთრებული მნიშვნელობა ანიჭებდა ამ ფაქტს. ის ხაზს უსვავდა, რომ სწორედ ბაქოში დამთავრდა მისი რევოლუციური სწავლის პერიოდი და აქ გახდა რევოლუციის ოსტატი. როგორც ნებისმიერი რევოლუცია, ოქტომბრის რევოლუციაც საჭიროებდა ფინანსებს. რევოლუციური მოძრაობისთვის საკმარისი თანხა არ იყო. ლენინმა თავი მოუყარა ყველაზე ერთგულ თანამოაზრეებს, რომელთა შორის იყო იოსებ ჯუღაშვილი. ამ ჯგუფმა შექმნა რამოდენიმე რაზმი, რომლებიც რეკეტიორობდა და ყაჩაღობდა რევოლუციის სასარგებლოდ. 1901 წელს, 22 წლის ბოლშევიკი სახელად კობა თბილისიდან ბაქოში ჩავიდა გაფიცვების მოსაწყობად და ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ბაქოში დასახლდა, მას ზედმეტსახელად "ჩოფურას" ეძახდნენ. მის მიერ ორგანიზებულ იქნა კრიმინალური ჯგუფი, რომლებიც თავს ესხმოდნენ ბანკებს, საფოსტო მატარებლებსა და ნავთობსაწარმოს მფლობელებს, ეწეოდნენ რეკეტს და ებრძოდნენ სხვა ყაჩაღურ ჯგუფებს. ამგვარად, მიღებული ყველა ფული წავიდა ბოლშევიკური პარტიის დასაფინანსებლად. მან იცოდა აზერბაიჯანული ენა, აყაჩაღებდა ნავთობსაწარმოების მესაკუთრეებს. სტალინი შვიდჯერ დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით, საჯელს იხდიდა ბაილოვსკის ციხეში, მაგრამ კვლავ გაიქცა ადგილობრივი გოჩის დაჯგუფების დახმარებით. მიუხედავად ამისა, რომ ადგილობრივი გოჩის წევრები ხშირად ეხმარებოდნენ სტალინს, საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ აზერბაიჯანში, 1920 წელს მან გასცა ბრძანება დაეხვრიტათ ორასამდე ადამიანი მათი რიგებიდან. გოჩი - სინამდვილეში ისინი იყვნენ, არა მხოლოდ, რეკეტიორები და კრიმინალური ავტორიტეტები, არამედ, პირადი მცველებიც. მათი რიცხვი გაიზარდა ნავთობის მაგნატთა დახმარებით. კაპიტალი იზიდავდა კრიმინალურ ელემენტებს, რაც, თავის მხრივ, საპასუხო რეაქციას იწვევდა, უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს თავისუფალი ნიშა ძალიან წარმატებით დაიკავა ბაქოს გოჩმა. ამრიგად, გარკვეული დროის შემდეგ, ამ ადამიანების საქმიანობა სრულიად განსხვავებულ სფეროში გადავიდა, კერძოდ, დაცვის სფეროში. გოჩი არის პირველი აზერბაიჯანელი პირადი მცველები, ეს კონცეფცია იმ დროს ახალად წარმოიქმნა. ისინი უზრუნველყოფდნენ ისეთი ხალხის ხელშეუხებლობას, როგორიცაა, ნაგიევი, მურტუზოვი, მირბაბაევი, ასევე უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, ძმები ნობელი, როტშილდებისა და ბეკენდორფიც სარგებლობდნენ ამ სერვისით. 378 შეფასება არ არის
|