სხვა 18 წლის ბიჭმა ძველი ნავი იყიდა და ჩინებულ სააგარაკე სახლად აქცია,სადაც დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს 2019, 21 მაისი, 17:45 18 წლის ბილი უოლდენმა 5 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა ძველი გაცვეთილი ნავი, რის შემდეგაც ჭაბუკმა იგი შესანიშნავ საგარაკე სახლად აქცია, ასეთი საჩუქარი გაუკეთა ბიჭუნამ საკუთარ დედას და 11 წლის დას.
ბილი უოლდენს ქალაქ ბელდამიდან 8 კვირა და 2 800 ფუნტი სტერლინგი დასჭირდა, რომ ნავი სახლად გადაეკეთებინა.
ბიჭუნა 14 წლის იყო, როდესაც სადურგლო საქმის შესწავლა დაიწყო, პირველად ბიჭუნამ Volkswagen -ის ავტოფურგონი წარმატებით შეარემონტა.ამის შემდეგ ბილიმ უფრო მასშტაბური პროექტის გაკეთება გადაწყვიტა. დედამ, 47 წლის ჯეინ უოლდენმა გადაიხადა ნავში 5 000 ფუნტი სტერლინგი და ბილიც შეუდგა მუშაობას. "ხალისით დავიწყე საარხე ნავის გარემონტება, ძალიან მაგარია, რომ შევქმენი დასასვენებლი სახლი ჩემთვის, დედასთვის და ჩემი 11 წლის დაიკო მატილდასთვის" ამბობს ბილი. ნავში ჩვეულებრივი სახლისთვის საჭირო ყველა ატრიბუტია, სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი, ბილიმ ცალცალე ოთახები გააკეთა ოჯახის ყოველი წევრისთვის და რაც მთავარია "სააგარაკე-ნავი-სახლი" დაცურავს, პირველი რეისით ბილმა ოჯახთან ერთად არხით ტიუტფილდიდან პრესტონამდე გაისეირნა. "მე ოდნავ ინტროვენტი ვარ-აღნიშნავს ბილი-ჩემი ზოგიერთი თანატოლივით არ მიზიდავს ვიდეოთამაშები დ მსგავსი რაღაცეები, მირჩევნია მხიარულად დრო გავატარო ჩემს სახელოსნოში" ბილის იმედი აქვს, რომ პროფესიონალი დურგალი დადგება(არა და არის უკვე) და უფრო მასშტაბურ საქმეებს წამოიწყებს. 185 4-ს მოსწონს
|