"ფორმულა 1" - ის კიდევ ერთი განუმეორებელი ვარსკვლავი ნიკი ლაუდა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, რასაც ადასტურებენ მისი ოჯახის წევრები და უახლოესი ნათესავები. ბოლო დროს სიკვდილამდე ავსტრალიელი ვარსკვლავი შვეიცარიის უნივერსიტეტის კლინიკაში, რომელიც ციურიხის მახლობლად მდებარეობს, უკანასკნელი ერთი თვეა დიალეზზე იმყოფებოდა და როგორც ექიმები ამბობენ, ის ძილში გაიპარა.ნიკი ლაუდამ რვა თვის წინ ფილტვი გადაინერგა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეული იყო.მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ლეგენდას ორჯერ გქონდა ცხოვრებაში გაკეთებული თირკმლის ტრანსპლანტაცია - პირველად 1977 წელს, რომელიც ძმამ შესთავაზა და მეორედ 2005 წელს თავისი მომავალი მეუღლისგან Birgit Wetzinger, რომელიც ამ დროს მეგობარი გოგონა იყო მხოლოდ.შეგახსენებთ ნიკი ლაუდას მიერ განვლილ ურთულეს ცხოვრების გზას, რომელიც გამუდმებით ხიფათს შეიცავდა. 1976 წელს, როცა ის მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე უმსხვილეს მძღოლად ითვლებოდა, გერმანიის გრან-პრის დროს დამწვარი იყო, სადაც მსოფლიო ლეგენდამ არანორმალური დამწვრობები მიიღო, მაგრამ რამოდენიმე კვირაში რბოლას გასაოცრად სწრაფად დაბრუნდა."ფორმულა 1" -ის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა პირველი ორი ტიტული „ფერარისთან“ ერთად მოიგო(პირველად 1975წელს და მეორედ 1977 წელს), ხოლო მესამე 1984 წელს, „მაკლარენთან“ ერთად.1982 წლის 18 ივლისს სუპერვარსკვლავმა დიდ ბრიტანეთში გრან პრი მოიგო.კარიერის დასრულების შემდეგ მან საკუთარი ავიაკომპანია შექმნა და როგორც უახლოესი გარემოცვა ამბობს, ვარსკვლავს განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული ჰქონდა სამუშაოს მიმართ.აი რას წერენ მასზე ოჯახის წევფრები: - " მისი უნიკალური მიღწევები, როგორც სპორტსმენის და როგორც მეწარმის დარჩება დაუვიწყარი ჩვენთვის, მისი დაუღალავი ყოველი ქმედება, პირდაპირობა და გამბედაობა მაგალითია ჩვენთვის, ეს ყველა ჩვენგანის საორიენტაციოა, ის იყო მოსიყვარულე და მზრუნველი ქმარი, მამა და ბაბუა".მის გარდაცვალებას ადასტურებს მკურნალი ექიმი ვოლტერ კლეპეტო, რომელმაც გასული წლის სექტემბერში ლაუდას ფილტვის ტრანსპლანტაცია გაუკეთა. ასევე მის გარდაცვალებაზე მწუხარებას გამოხატავს თვითერის საკუთარ გვერდზე Ferrari tweeted: – " ყველანი შეშფოთებულები ვართ ჩვენი ძვირფასი მეგობრის ნიკი ლაუდას გარდაცვალების გამო".თბილი სიტყვებით გამომშვიდობენ ნიკს "მაკლაენ ფორმულა 1" - ის გუნდის წევრები: - " "ნიკი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ჩვენს ისტორიაში".