პროფილაქტიკა წითელი ღვინის უნიკალური სამკურნალო თვისებები და გლინტვეინის დამზადების წესი 2019, 20 მაისი, 21:42 1. წითელი ღვინო სარგებლიანობა * წითელი ღვინო კარგია კუჭის წყლულის დროს - მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას. * წითელი მშრალი ღვინის სწორად მოხმარებას შეუძლია სმენის დაკარგვის თავიდან აცილება. * წითელი ღვინო ადუნებს და ამშვიდებს * გვეხმარება გადაღლასთან ბრძოლაში. * წითელი ღვინით სწრაფად შეიძლება დაწეული ჰემოგლობინის აწევა, ასევე ძალების აღდგენა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. * მას გააჩნია ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება. * ამერიკელი მეცნიერები მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან, დღეში ორ ჭიქამდე წითელი მშრალი ღვინის მიღებას ურჩევენ. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევით, შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკის ორჯერ შემცირება. * წითელი ღვინო მწეველთათვის ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესვერატროლი და ასპირინი კიბოს უჯრედებს ჩანასახშივე ანადგურებს. *ის ზრდის სისხლში "კარგი" ქოლესტერინის დონეს, ხოლო "ცუდს" გამოდევნის. 2. წითელი ღვინოს შემცველობა წითელი ღვინო შეიცავს ვიტამინებს B2, B1, C, D, რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, იოდს, მანგანუმსა და ოქროს. დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რაც მის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს. შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს - ფლავანოიდებს. 3. დოზირება წითელი ღვინით მკურნალობის დროს იმისთვის, რომ ღვინოს ჰქონდეს სამკურნალო და არა მავნე ზემოქმედება, საჭიროა ზომიერების დაცვა. ყოველდღიურად მიირთვით მხოლოდ 50 გრ ღვინო, ეს გახლავთ 3 სუფრის კოვზის ოდენობის. თქვენ შეგიძლიათ დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ 3 სუფრის კოვზი ღვინო ან გაანაწილოთ სამად და 3- ჯერ დალიოთ 1ს/კ. ეს აუცილებლად ჭამასა და ჭამას შორის შუალედში უნდა გააკეთეთ.
493 1-ს მოსწონს
|