ამ ინფორმაციას ერთ-ერთ საიტზე გადავაწყდი და რომ არ დამეწერა არ შემეძლო..:D:D
ბრიტანეთში დაბადებული მილი კუპერი ( Millie Cooper), რომელმაც მეძავად მუშაობა, ჯერ კიდევ მეორე მსფ.ომის ბოლოს დაიწყო, დღემდე თავისით შოულობს ფულს ამ პროფესიით- მიუხედავად იმისა, რომ მას 2011 წელს -96 წელი შეუსრულდა.
27 წლის ასაკში მილის ამერიკელი შეუყვარდა და საცხოვრებლად ლონდონიდან ლას-ვეგაში გადავიდა. თუმცაღა ომიანობის დროს მისი გულის სწორი დაიღუპა და მილი სრულიად მარტო დარჩა, უცხო ქალაქში, პატარა ბავშვით ხელში. თავიდან იგი კაბარეში მოცეკვავედ მუშაობდა, შემდეგ კი ვიპ-კლასის ექსკორტის მომსახურეობით დაკავდა.
საბოლოო ჯამში კი იგი უკვე "მადამ"-ი გახდა და ჰყავდა 10 გოგონა რომელიც მასზე მუშაობდნენ.
1955 წელს გათხოვების მიუხედავადაც კი მას არ მიუტოვებია თავისი სამუშაო. თუმცა 25 წლის განმავლობაში იგი მამაკაცებს პირველი არ სთავაზობდა მომსახურეობას. მაგრამ შემდგომ მაინც დაუბრუნდა ამ საქმიანობას და დღემდე უძველესი პროფესიის ერთგულია.
მილის თქმით მას სულ 3, 5 ათასი მამაკაცი ჰყავდა. ეხლა კი მისი კლიენტების ასაკი 29-92მდე მერყეობს. "პანელის პენსიონერი" წელიწადში 80 000დოლარზე მეტს აკეთებს.
ამჟამად მილი კვირაში 2 კლიენტს ხვდება და თითოეული მათგანი 1200 დოლარს უხდის "პაემნისთვის". ამასთან მილი აკრიტიკებს ყველა თანამედროვე გოგოს, რომელიც ნახევრად შიშველი, გამხდარი ტანით და დიდი მკერდით დადის.
"ყოველ შემთხვევაში მე სტანდარტებს მივყვები. ყოველთვის ელეგანტურად მაცვია და ყველა ჩემი კლიენტიც-ჯენტელმენია"-აცხადებს მილი.