ფიტოთერაპია შეინახეთ მინის ქილაში იასამნის ყვავილები და დაასხით მცენარეული ზეთი. რატომ? 2019, 19 მაისი, 11:20 ნუ დაკარგავთ დროს- შეაგროვეთ იასამანი !
დაუვიწყარია იასამნის ჯადოსნური არომატი!
აყვავებული გაზაფხულის ბაღების ნაზი და ტკბილი სურნელი სასიამოვნო შეგრძნებებით გვავსებენ. მაგრამ, ყველამ როდი იცის ზოგიერთი ყვავილის სამკურნალო თვისებების შესახებ. აი, მაგალითად, ჩვეულებრივი იასამანი. მას შეუძლია ორგანიზმს დაეხმაროს მრავალი დაავადებს წინააღმდეგ ბრძოლაში.
იასამანიიასამნის სამკურნალო თვისებები ხალხურ მედიცინაში არა ერთი ასწლეულია რაც ცნობილია. ის უხვად ხარობდა ოსმალეთის იმპერიის ბაღებში. ითვლება, რომ სწორედ იქ დაიწყო მცენარის გამოყენება სამკურნალო და პარფიუმერულ მიზნად. იასამანი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს და ფლავონოიდებს, რაც დადებით გავლენას ახდენენ ორგანიზმზე. იასამანი - შესანიშნავი სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. მისგან ამზადებენ ჩაის, ზეთს, კომპრესებს და მალამოებს. ისინი კარგად ეხმარებიან რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, რადიკულიტის, ტერფის მაზოლების და პოდაგრის დროს. სამწუხაროდ იასამნის ზეთის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია სპეციალიზირებულ მაღაზიებშიც კი. მაგრამ, მისი დამზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. ზეთი იასამნის ყვავილისგანყვავილები უნდა მოგროვდეს ტყეპარკის ზონაში ან ქალქაგარეთ - საწარმო ზონების და მტვრიანი გზებიდან მოშორებით.
დაგჭირდებათ..... იასამნის ახალი ყვავილები ..... ნებისმიერი მცენარეული უსუნო ზეთი ..... ერთ ლიტრიანი ქილა თავსახურით ..... სუფთა მარლა მომზადება1. ფრთხილად მოაშორეთ პატარა ყვავილები ღეროებს და აავსეთ ქილა.
2. შეათბეთ მცენარეული ზეთი 40 გრადუსამდე და დაასხით ყვავილებს ქილაში ისე, რომ დაიფაროს.
3. დააფარეთ ქილას თავზე და დააყენეთ ორი დღე. 4. გაწურეთ მარლაში ზეთი იასამნის ყვავილების კარგი დაპრესვით. 5. ისევ გაათბეთ ზეთი და დაამატეთ ყვავილების ახალი პარტია. კვლავ დააყოვნეთ. 6. გაიმეორეთ პროცედურა მანამდე, სანამ არ მიიღებთ საკმაოდ არომატულ ზეთს.
ასეთი ზეთით უნდა გაიწმინდოთ შუბლი და საფეთქლები შაკიკის, გაციებისას, დაიზილოთ მტკივნეული სახსრები რევმატიზმის და კიდურების სხვა დაავადებებისას. სცადეთ და დაამატეთ ეს საშუალება კრემში, ლოსიონში, შამპუნში და კონდიციონერში - თქვენ გაამდიდრებთ კოსმეტიკას ყველაზე მომხიბვლელი და ფასეული ნივთიერებებით.
თანამედროვე ჰერბალიტები კვლავ იყენებენ იასამნის ზეთს გამონაყარის, მზით დამწვრობის, მცირე ზომის ნაკაწრების და ჭრილობების და კანის სხვა დაავადებების, ისეთების, როგორებიცაა ჩირქოვანი აკნეს, შავი წერტილების და ძირმაგარის მკურნალობისთვის. თუ ზეთს დაუმატებთ სახლში საწმენდ საშუალებებს, მაშინ მუდამ ახალი, სუფთა არომატი გექნებათ მთელს სახლში.
ასეთი ზეთი კურნავს ბრონხიტს, გაციებას, ანგინას, გრიპს, გამოიყენება ინჰალაციაში. იასამანი ხსნის სტრესს და სხვადასხვანაირ ნერვულ აშლილობას, ამაღლებს ქალის და მამაკაცის სექსუალურ ლტოლვას.
იასამნის ყვავილების ზეთი აუმჯობესებს ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას საერთო მდგომარეობას. ამისათვის იზელენ და ღამით კომპრესებს იდებენ. საფენებს ზემოდან თხელი ცელოფნით იხვევნ. განსაკუთრებულად ეფექტურია ეს პროცედურები იმ შემთხვევაში, როდესაც ის სისხლძარღვების სპეციალურ სავარჯიშოებთან კომპლექსურად მიმდინარეობს.
დაგაინტერესათ ამ რეცეპტმა? მაშინ, ნუ დაკარგავთ დროს - შეაგროვეთ იასამანი და დაამზადეთ ეს შესანიშნავი ზეთი! გაუზიარეთ ეს საინტერესო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც! იხილეთ ასევე:
1019 10-ს მოსწონს
|