კახეთი დედოფლისწყაროში „ბოლო ზარის“ მსვლელობა ავტოავარიით დასრულდა 2019, 18 მაისი, 16:16 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საღამოს საათებში, სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ კოლონაში მიმავალი ერთერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს. შეჯახების შედეგად 4 დაშავებული მოზარდი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსეს. საბედნიეროდ, მათი სხეულის დაზიანებები მძიმე ხარისხის არ ყოფილა. „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი დედოფლისწყაროდან გამარჯვებაში სხვა გამოძახებაზე მიდიოდა, რა დროსაც მედიკოსები სოფელ თავწყაროსთან, სრულიად შემთხვევით, ამ ავტოავარიას წააწყდნენ. საჭესთან გოგონების ნათესავი იჯდა, სამი მათგანი სოფელ გამარჯვებიდანაა, ერთიც თელაველია. დაშავებულების უმრავლესობა მეათე-მეთერთმეტე კლასელები არიან, უბრალოდ მიჰყვებოდნენ ამ კოლონას, “ - ამბობენ სოფელ გამარჯვებაში. მედიკოსებმა მოზარდებს გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამ დროისთვის დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 351 შეფასება არ არის
|