x
image
თამილა გურაშვილი
პლანეტაზე ორ მილიარდ ადამიანს ციმბირის წყლულით დაინფიცირება ემუქრება
image
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა პირველად შეაფასა ადამიანებსა და პირუტყვში ციმბირის წლულთან დაკავშირებული რისკები მთელს დედამიწაზე. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Microbiology-ში.

ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერია, Bacillus anthracis ცხოვრობს ნიადაგში და ქმნის სპორებს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი აქტივობის შენარჩუნება ათასწლეულების მანძილზე. Bacillus anthracis-ით ინფიცირდებიან საძოვრებზე შინაური პირუტყვი, აგრეთვე ველური ცხოველებიც. ადამიანი ინფიცირდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში ან მათი ხორცის ჭამის შემდეგ.

აქამდე, Bacillus anthracis-ის გავრცელების გეოგრაფია არ იყო შესწავლილი. მეცნიერებმა გააანალიზეს მსოფლიოს 70 ქვეყანაში შეგროვებული მონაცემები და შეაფასეს რამდენი ადამიანია რისკის ქვეშ. ასევე, გააკეთეს რუკა, რომელი რეგიონები იმყოფება განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონაში. აღმოჩნდა, რომ ასეთი ტერიტორიები პლანეტის თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტშია.

მკვლევარების აზრით, დაახლოებით 1.83 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს პლანეტის რეგიონებში ინფექციის ეპიდემიის მაღალი რისკით.ძირითადად აფრიკის, ევრაზიის და ჩრდილოეთ ამერიკის სოფლებში, სადაც მშრალი, ზომიერი კლიმატია.


ამავდროულად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ინფექციის რეალური რისკი ჯერ კიდევ მცირეა, ვინაიდან, ადამიანების უმრავლესობა, მათი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, არ შედიან ინფიცირებულ ცხოველებსა და ნიადაგთან კონტაქტში. დაახლოებით 63.4 მლნ ადამიანია ინფექციის რეალური რისკის ზონაში - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ შინაურ ცხოველებზე ენდემურ რეგიონებში.

საერთო ჯამში, მთლიან პლანეტაზე ციმბირის წყლულის 20-დან 100 ასამდე შემთხვევა დაფიქსირდა მთელი წლის მანძილზე, მაგრამ მათი უმრავლესობა არ არის ფატალური.

"ციმბირის წყლული ეს არის ფერმერებისა და სელექციონერების ცხოვრების ნაწილი ყველა კონტინენტზე." - განმარტა ერთ-ერთმა ავტორმა, კოლინ კარლსონმა ჯორჯთაუნის(აშშ) უნივერსიტეტიდან.

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0