x
image
მაია 24
რატომ არ აქვთ სექსი ქართველ ქალებს ქორწინებამდე ან რატომ მალავენ პარტნიორებს?
image


"ქალიშვილობის ინსტიტუტი" - ეს უკვე მრავალჯერ გაცვეთილი, ყბადაღებული, ბანალური, საშაყირო და მაინც აქტუალური თემა არაერთ კომპლექსურ საკითხს მოიცავს. ერთხელ ერთმა ძალიან კარგმა ბიჭმა მითხრა: "ვერაფერს ვიტყვი იმ ქალებზე, რომლებსაც 35-40 წლის ასაკშიც კი სრულიად გააზრებულად სურთ ქალიშვილები გათხოვდნენ, ან იმ მამაკაცებზე, რომლებსაც აუცილებლად ქალიშვილები უნდათ ცოლად. მე მათ ვერც დავცინებ და ვერც "ჩავქოლავ". ყველას აქვს უფლება მიიღოს ის, რაც სურს და შეხვდეს მას, ვინც სჭირდება". ასეთი ქალები და კაცები, პირადად ჩემთვისაც, ერთ კატეგორიაში გადიან და დღეს მათზე არ მსურს გესაუბროთ. მსგავსი შეხედულებების შესახებ უკვე ისედაც ბევრი ითქვა და დაიწერა. მე იმ გოგონების შესახებ მინდა გესაუბროთ, აი, ყოველდღე რომ ხვდებით – შინ, სამსახურში, სანაცნობო-სამეგობრო წრეში – ქალიშვილებზე, რომლებსაც დიდ პატივს სცემთ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებად მიიჩნევთ, გიყვართ…


მენტალურ ცვლილელებს დრო სჭირდება, ადამიანები კი ნამდვილად იცვლებიან… დღეს საქართველოში ძალიან ბევრი 25-დან 35 წლამდე ასაკის ქალიშვილი ცხოვრობს. ამ თაობის წარმომადგენელთა შეხედულებები უკვე მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუნდაც, 20-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შეხედულებებისა და მენტალიტეტისგან. დაბალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემა რეფორმებს საჭიროებს, მენტალური ცვლილებების პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ მაინც წინ მიდის.


რატომ აღელვებთ დღემდე საქართველოში ქალიშვილობის შენარჩუნება ქორწინებამდე? რეალურად რა უდევს საფუძვლად ამ ფენომენს?


რელიგია




ქალწულობის, როგორც უბიწოებისა და სიწმინდის გაგება, ყველაზე აქტუალური შუა საუკუნეებში იყო. "ქვეყანა იცვლებოდა, გოგონები კი რჩებოდნენ კონცეფციის ტყვეებად "ქალიშვილი – კარგია, არაქალიშვილი – ცუდი", უწმინდური, ბინძური, გარყვნილი… მასეთს ხომ ცოლად არავინ წაიყვანს. ვის ჭირდება "დაბრაკული"?! ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში დღესაც კი თუ რძალი არაქალიშვილი აღმოჩნდება, შეუძლიათ ქვებით ჩაქოლონ".


image


ქალიშვილობის სიმბოლური საწყისი რელიგიაში ქალწულ მარიამს უკავშირდება. მაგრამ ადამიანებს ხშირად არ ესმით, რომ ვინაიდან ღმრთისმშობელი ქალწული იყო, ამიტომ სექსი და სექსუალური ცხოვრება გარყვნიელბა ან სიბინძურე არაა, არ ესმით, რომ უბიწოება მხოლოდ ქალიშვილობა არაა, ან არაქალიშვილობა უპირობო ბიწიერება. ღმრთისმშობლის ქალწულების მიზეზები და მნიშვნელობა ძალიან დიდი თემაა ღმრთისმეტყველებაში და ის ამ სტატიის თემა არ გახლავთ.


მოდით, გოგონებო, გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან – რა რეალური მოტივები გვამოძრავებს? რელიგია? რომელიც უბიწოებასა და სიწმინდეს ქალებისგან ზუსტად იმავე დოზით მოითხოვს, რა დოზითაც მამაკაცებისგან? უბიწოები და წმინდანები ხართ? მაშინ, როდესაც ფიქრში, სიზმარში, ოცნებაში და ა.შ. ათასზე არაა საუბარი, თუნდაც ერთხელ მაინც გქონია სექსი, რა სიწმინდეზე შეიძლება იყოს საუბარი? ვის ატყუებთ? საკუთარ თავს? თავშეკავებას რელიგიური თვალსაზრისით ძალიან ღრმა სულიერი საფუძვლები და მზაობა სჭირდება აზრისა და აზროვნების დონეზე. შეიძლება ქალიშვილი ხარ ბიოლოგიური გაგებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალწული ხარ. ისევე როგორც შესაძლოა, არ ხარ ქალიშვილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეძავი ხარ ან გარყვნილი. ასე, რომ შეწყვიტეთ ამ კუთხით საკუთარი თავის დამშვიდება, ან პირიქით, ტანჯვა… ამგვარად თავის მოტყუება დამანგრეველია, ისევე როგორც მარხვის ყველა სხვა ყალბი გამოვლინება. რელიგიური თვალსაზრისით ქალიშვილობის შენარჩუნება მონაზვნებისა და იმ გოგონების საქმეა, რომლებიც ერში ქალწულობის აღთქმას დებენ. ნუ გამოიყენებთ რელიგიას შირმად!


რეალურად ხომ საქმე საქალწულე აპკის ქონა-არქონაში არ არის. ყველაფერი ცხოვრების წესის აღქმა და დამოკიდებულებებია. საქალწულე აპკის არქონის შემთხვევაში ჩნდება ალბათობა იმისა, რომ ქალს არაერთი სექსუალური პარტნიორი ჰყავს. შესაძლოა, ის საკუთარი სხეულით არ ვაჭრობს, მაგრამ სქესობრივი თვალსაზრისით ისე ცხოვრობს, როგორც მამაკაცი. ამ საკითხში ყველა დოგმატის, აკრძალვისა და ტრადიციის სათავე სინამდვილეში ამ თანასწორუფლებიანობის შიშია, აღიარებენ ამას თუ არა. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, სწორედ ეს შიშია ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში ქალთა კვლის გახშირებული შემთხვევებისა - მამაკაცი ვერ ეგუება იმას, რომ ქალი მისი მორჩილებისა და საკუთრების ველიდან გადის, მის მსგავსად დამოუკიდებელი (მენტალურად, მატერიალურად) და ხშირად მასზე ძლიერიც კი ხდება.


"ბოზის" სახელი, ტრადიციები და ოჯახის დამოკიდებულება


ერთი ჩემი ნაცნობი ქალი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც 27 წლამდე, ანუ ვიდრე გათხოვდებოდა, სექსუალური ცხოვრებისგან თავს იკავებდა, მისი მშობლების დამოკიდებულება იყო. "და რომ დავუფიქრდეთ, რა არის ამაში ცუდი, მათ იმხელა ამაგი აქვთ ჩვენზე, თუ ამ ფორმით მათი პატივისცემის გამოხატვა შემეძლო, რატომ უნდა მეთქვა უარი. მოუთმენლობა და თავშეუკავებლობა, გარკვეულწილად, ცხოველური დამოკიდებულება იქნებოდა ჩემი მხრიდან. თუმცა მოწიფულ ასაკში ამას სრულიად დასაშვებად მივიჩნევ", – ამბობდა ეს ჩემი ნაცნობი და, დარწმუნებული ვარ, ამ შეხედულებას ძალიან ბევრი ქართველი გოგო იზიარებს.


image


ძმები, ძმის ძმაკაცები, მამები, ბიძები, ბაბუები, დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილი ბიჭები მათი ოჯახის წევრი გოგონების ქალიშვილობას პირად ღირსებად და სიწმინდედ მიიჩნევენ. პირადად მათთვის კი იმავე "სიწმინდით" ცხოვრება უცხო ხილი ან სამარცხვინოა. პარადოქსია... რამხელა ცინიზმი, უსუსური "სიძლიერე" და სიყალბეა ამ ყველაფერში. "გაგიტყდება, როდესაც ქმრის გვერდით გაგახსენდება, რომ სხვას ეფერებოდი", – ასეთი ფრაზებიც ბევრი ქართველი გოგოსთვის იქნება ნაცნობი.


ახალს არაფერს ვამბობ – ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართველი გოგონები თავისუფალი სექსუალური ცხოვრებისგან თავს იკავებენ – ოჯახისა და საზოგადოებისგან, განსაკუთრებით, კი რჩეული მამაკაცისგან გარიყვისა და ბოზად აღქმის, ან ვერ გათხოვების შიშია. არ დავწვრილმანდები იმ მამაკაცების დახასიათებით, რომლებიც ქალს ნივთის კატეგორიაში, "სახმარ ობიექტად" განიხილავენ, რომლებიც ქალებს მხოლოდ "უშვრებიან", ქალები კი მათ "აძლევენ". ასეთ მამრებზე და მდედრებზე რა უნდა ვთქვა, უბრალოდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს გადაშენების პირას მყოფი ჯიშია… აქვე მინდა ვთქვა, რომ ქართველი მამაკაცების ასე აზროვნების გამო, უკვე ბევრი ქართველი გოგო სექსუალურ პარტნიორად უცხოელ მამაკაცს არჩევს. ალბათ მათი უმრავლესობა ოჯახის შექმნასაც უცხოელ მამაკცთან ამჯობინებდა.


შესაფერისი პირველი პარტნიორი


არიან ისეთი ქართველი გოგონებიც, რომლებიც არც ყალბი რელიგიური მარწუხების გამო იკავებენ თავისუფალი სექსუალური ცხოვრებისგან თავს და არც ტრადიციული სოციალური მიზეზების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ბავშვები აღარ ეთქმით, არც კომუნიკაბელურობას უჩივიან და არც ბევრ სხვა ფაქტორს, რომელიც წარმატებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მათ უბრალოდ შესაფერისი მამაკაცის მოძებნა უჭირთ. ქალს სურს, რომ პირველი სექსი მასთან ჰქონდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, ვინც მის ემოციებს პატივს სცემს, ვისაც მასზე ადეკვატური შეხედულება ექნება. მნიშვნელოვანია ასევე სტაბილურობის განცდა, რაც უკვე სხვა სტატიის თემაა…


image


იმედს ვიტოვებ, რომ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ბარიერების მიუხედავად, საქართველოში ბევრი ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი და განათლებული გოგონაა, რომელსაც ქორწინების გარეშე აქვს სექსი სასურველ მამაკცთან და ეს მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.


image


11
4391
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
4391
  
2020, 20 იანვარი, 11:13
მოკლედ ეს ,,მაია24" იბრძვის მარა რას იბრძვის
2019, 5 ივნისი, 16:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი სალიფ კულიბალი-ის კომენტარზე
2019, 5 ივნისი, 15:54
რა ბოდვაა? ყოველ აბზაცში თავის ნათქვამს ეწინააღმდეგება... სერიოზულად რომ არ იცის ფაქტია, მაგრამ ეს კინოებს მაინც არ უყურებს? იქ გამოსაშვები საღმაოები სკოლებში სწორედ რომ ეს ამბავია- ბიჭები ტრაბახობენ ვის ,,იხმარენ,,..გოგობი კი ხშირად თავისი ტუტუცობის და ამ თავისუფალი სექსის გაფეტიშების გამო, იმ ღამის მერე ფსიქოლოგების მუდმივი კლიენტები არიან... წარმოდგენა არ გაქვს შვილო რაზე წერ და დაანებე თავი..შენ თუ გებოზავება, მიდი, იხალისე... ეს თემა ასეტი იოლი არაა, მრვალპლანიანია..ბევრი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის თემაა...უცხოელებს მიყვებიან და კარგი ოჯახები აქვთო..გეთანხმები..მაგრამ, ეს იმიტომ კი არა, რომ ისინი კარგები არიან, არა, ეს ქართველი ქალები არიან კარგები და მაგიტომ აქვთ მყარი ოჯახები...აბა, ისე, სადაც უფრო თავისუფლები და სექსის მცოდნენი არიან, იმ ქვეყნებშია სწორედ კატასტროფული ოჯახების დანგრევის რაოდენობა.. თანაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს რომ ადარებს.. იქ აკვნიდან იწყებენ სექსულაურ ცხოვრებას და საით ეცვლებათ ნელნელა მენტალიტტი ნეტა, რომ წერ?!..ხურუში და ხუნტრუცს ნუ აიგივებთ ცხოვრების სიკეთეეებთან.. სექს თავისი ადგილი აქვს, რა თქმა უნდა.. მაგრამ, აი მაგალითი..დიდი ბრიტანეთის გამოკითხულ ქალთა 70% -ისთვის ოჯახური სიმშვიდეში სექსი სულაც არაა მთავარი...უფრო მეტიც, ხშირად საკმაოდ იშვიათადაც კი აქვთ, მაგრამ ძალიან მოსწონთ თავიანთი ოჯახები... გაიგე მაიკო 24?... ან ეს რა სახელია?..რაღაცას წერ და სახელის მოწერა გეშინია
2019, 17 მაისი, 21:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
2019, 17 მაისი, 20:05
გგავმეორდები... არსს ვერ მიხვდი...
ანუ რას იცავ, ვის პოზიციაზე ხარ იქნებ კონკრეტულად უფრო?
2019, 17 მაისი, 19:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 17 მაისი, 19:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
2019, 17 მაისი, 18:46
პრობლემის არსს ვერ მიხვდი გეთაყვა... :დ
2019, 16 მაისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 მაისი, 17:11
რელიგია რუსებს არ აქვთ?
თურქებს რომ რელიგია და "ძმები და მამები" ჰყავთ ისეთი უნდა, მაგრამ ისინი ქალები არიან, იციან სიამოვნების ფასი და აფასებენ ყველა იმას ვისაც უყვარს ქალი...
ქალის ოყვარული კაცი საქართველოში აბუჩად არის აგდებული ქალებისგანვე... :)
50-70 წელი ჭირდება მეგობრებო იმამყულიხანის პერიოდიდან გამოსვლას...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10