x
image
მანჩო 777
ვირტუალური რეალობის სათვალე ორსულებს უმტკივნეულო მშობიარობაში დაეხმარება
ვირტუალური რეალობის სათვალეები მედიცინაში უკვე გამოიყენება ძლიერი დამწვრობის ან ტკივილისაგან გამოწვეული შოკის დროს.



image



ამერიკელმა გამომგონებლებმა შექმნეს VR- სათვალეები, რომელიც მშობიარეებს დაეხმარება ძლიერი სამშობიარო ტკივილის მოხსნაში.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ტრადიციულ მშობიარობას თან სდევს ძლიერი ტკივილი. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ შექმნან ისეთი პრეპარატები, რომლებიც მშობიარე ქალებს ამ ტკივილს შეუმსუბუქებს.


ალბათ ყველა მომავალ დედას დააინტერესებს სიახლე, რომელიც სულ ცოტაოდენი ხნის წინ გამოიგონეს ამერიკელმა სწავლულებმა: მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ვირტუალური რეალობის სათვალე, რომელიც მშობიარობის ტკივილს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ჩვენი პლანეტის სუსტი სქესის წარმომადგენლებს. სათვალეების შემქმნელები ამბობენ, რომ პაციენტებს აღარ დასჭირდებათ გაუტკივარების პრეპარატების მიღება, რომელიც სასურველ შედეგს მაინც არ იძლევა და რომელთა მიღების შემდეგ მშობიარეს გონს მოსვლა უჭირს.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 27-მა მომავალმა დედამ. როგორც კი სამშობიარო ტკივილები და ჭინთვები დაეწყებოდათ, მათ უკეთებდნენ VR- სათვალეს. გამოირკვა, რომ ქალების 57%-ს ტკივილი მინიმუმამდე შეუმცირდა ან საერთოდ გაუქრა.

მაინც რაში მდგომარეობს ვირტუალური რეალობის სათვალის მოქმედების პრინციპი? - პასუხი უმარტივესია: ქალის ტვინი ტკივილის და განგაშის სიგნალიდან გადაერთვება ლამაზ და მიმზიდველ ფერადოვან გამოსახულებებზე. მიჩიგანელი პროფესორები მუშაობას აგრძელებენ სათვალის გასაუმჯობესებლად, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური იქნება.

მეცნიერები წინასწარმეტყველებენ, რომ ექსტრემალური სიცხე, რომელიც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით და გლობალური დათბობით, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ორსულ ქალებზე. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით მომავალი დედები წარმოადგენენ სწორედ იმ სოციალურ ჯგუფს, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი იქნებიან გლობალური დათბობის პირობებში.

0
18
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0