კინო "ჰომოფობს და სექსისტ" ალენ დელონს "ოქროს პალმა" არ უნდა გადაეცეს 2019, 15 მაისი, 12:56 კანის 72-ე კონოფესტივალი ახლახან გაიხსნა, თუმცა უკვე სკანდალის ცენტრში მოექცა, ორგანიზატორებმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადეს, რომ წელს "ოქროს პალმის რტოს"პრიზი, ლეგენდარულ მსახიობს, ალენ დელონს უნდა გადაეცეს, თუმცა ფრანგი მსახიობის დაჯილდოების წინააღმდეგ გამოვიდნენ რიგი უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ალენ დელონს ანტისემიტიზმში, სექსიზმში და ჰომოფობიაში ადანაშაულებენ. მსახიობს არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების და მათთვის შვილად აყვანის უფლების მიცემის წინააღმდეგ, ამასთანავე, მსახიობი პარტია "საფრანგეთის ეროვნული ფრონტის" მხარდამჭერია, რომელიც ნაციონალურ-კონსერვატიული და ანტიგლობალური იდეებით გამოირჩევა. მსახიობის აზრით, "საფრანგეთი თეთრი რასის წარმომადგენელი ადამიანების ქვეყნად უნდა დარჩეს“. ინტერნეტში ორგანიზაციამ "ქალები და ჰოლივუდი" ალენ დელონისთვის ჯილდოს გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია გაავრცელა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი მელისა სილვერშტეინი ტვიტერში წერს, რომ "მან სახალხოდ აღიარა, რომ ქალებს სცემდა, ის შეუერთდა ანტისემიტურ და რასისტულ ნაციონალურ ფრონტს, ის ამტკიდებს, რომ "იყო გეი"-ბუნების შეცდომაა". მიუხედავად წინააღმდეგობისა, კანის კინოფესტივალის კომიტეტი არ აპირებს ჯილდოს გადაცემისთვის უარის თქმას. " ოქროს პალმის რტო მას სამსახიობო ნიჭისთვის გადაეცემა“, - განაცხადა ფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრემომ. 83 წლის ალენ დელონის კარიერა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება, მსახიობმა 80-ზე მეტ ფილმში ითამაშა, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმებმა:"როკო და მისი ძმები"(1960), "თაკარა მზე"(1960), "შავი ტიტა"(1964)"თავგადასავლის მაძიებლები(1967), "ორნი ქალაქში"(1973) "ზორო"(1975) და სხვები.1999 წელს ჟურნალმა Forbes-მა იგი საუკუნის მამაკაცად დაასახელა. 479 2-ს მოსწონს
|