მუსიკა ოთო ნემსაძე ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა 2019, 15 მაისი, 1:10 ''ევროვიზიის'' სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გაიმართა.
ოთო ნემსაძე ევროვიზიის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში ვერ მოხვდა. ''ევროვიზიის'' ათი ფინალისტი გახდა: საბერძნეთი, ბელარუსია, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო და სლოვენია ჟიურის გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა ეს ქულები კონკურსანტის მთლიანი შეფასების ნახევარი გახლდათ. გადამწყვეტი მნიშვნელობა მაყურებლის ხმებს ენიჭება. ''ევროვიზიის'' სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გაიმართა. ამ საერთაშორისო კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. პირველ ნახევარფინალზე მხოლოდ 17 ქვეყანა წარდგა ''ევროვიზიაზე'' მაყურებლის წინაშე. ეს ქვეყნებია: კვიპროსი, მონტენეგრო, ფინეთი, პოლონეთი, სლოვენია, ჩეხეთი, ბელარუსი, სერბეთი, ბელგია, საქართველო, ავსტრალია, ისლანდია, ესტონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და სან მარინო. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა. 182 შეფასება არ არის
|