მუსიკა '' X ფაქტორის '' გამარჯვებულმა, ავთო აბესლამიძემ, ყაზახეთის ,,ვოისში'' რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და „ასტანის ხმა“ მოიგო 2018, 4 სექტემბერი, 22:33 ქართული „იქს ფაქტორის“ გამარჯვებულმა, ავთო აბესლამიძემ, რომელიც მცირე ხნის წინ ყაზახეთში, კერძოდ, ასტანაში ჩატარებულ მუსიკალურ კონკურსში „ასტანის ხმა“ (Voice Of Astana) გრან-პრი და ათი ათასი დოლარი მოიპოვა.მან შეჯიბრებაში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა, რომელიც მისი უშუალო კონკურენტი იყო. მისი თქმით, კონკურსში 20 ქვეყანა მონაწილეობდა. „ჩემი კონკურენტი რუსეთი იყო, მაგრამ უცხოური სიმღერის შესრულებისას ძალიან დაბალი ქულები აიღო და მესამე ადგილზე გავიდა“, აღნიშნავს ქართველი შემსრულებელი. ჟიურის წევრები, იყვნენ ვალერი მელაძე, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ დამფუძნებელი, ასტანის მერი, იტალიის წარმომადგენელი, რომელიც საბავშვო „ევროვიზიას“ კურირებს, ყაზახური ტელეკომპანიის დირექტორი და „სილქ როუდ სტარის“ დირექტორი, ავთო გვასალია. ავთო აბესალმიძის კარიერაში კიდევ ერთი სიახლე აქვს, მისით თურქი პროდიუსერები დაინტერესდნენ, სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და მალე თურქეთში გაფრინდება, სადაც კლიპს გადაიღებს. იხ. აგრეთვე: 10 განსაკუთრებული წიგნი 10 განსხვავებული ქვეყნიდან გასაოცარი, აქტიური და საინტერესო ფეისბუქ და სხვა სოციალურ მედიათა სტატისტიკა 246 3-ს მოსწონს
|