მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ისეთი სიბნელე გამოავლინა, რომელსაც არ ელოდა.
„როდესაც მე დავინახე დაპირისპირება და ამის საშიშროება. დაგვაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ ქართველმა ხალხმა გამოავლინა ისეთი სიბნელე, რომელსაც ველოდი, მაგრამ ასეთსაც არა. ჩვენ, ის ხალხი ვყოფილვართ, ვისაც აბსოლიტურად ერთ წამში შეუძლია გადათელოს ყველაფერი. რაც გაგვიკეთებია ფაქტობრივად აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ხალხო ერთმანეთი - რა დაგემართათ? ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე, მე ვარ გაოგნებული. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო ვთქვი უარი სიმღერაზე. ასე როგორ გაგვიმეტეთ ან მე, ნატო, ნინო ქათამაძე. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენის?“ - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
გარდა ამისა, თამარ ჭოხონელიძე ამბობს, რომ ის არ ეთანხმება ეკლესიის პოლიტიკას და არ არის ვალდებული ბრმად ენდოს დადგენილ პოლიტიკას. მისივე თქმით, სხვა დღეს რომ ყოფილიყო დაგეგმილი ეს კონცერტი, ის არ იტყოდა უარს.
17 მაისს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მომღერლები მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანმა კი ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათ შორის არის თამარ ჭოხონელიძეც.