განათლება „სქემაში დაწინაურებულ მასწავლებელს სტატუსი აღარ ჩამოერთმევა“ 2019, 14 მაისი, 17:19 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, რომ მასწავლებელთა სქემაში სხვადასხვა ცვლილება 2019 წელს ეტაპობრივად განხორციელდება. „გუშინ წარვადგინეთ მთავრობაზე ინიციატივა, რაც გულისხმობს არსებულ სქემაში ცვლილებას, სქემა იქნება მოქმედი 2019 წლის ბოლომდე, თუმცა მასში ეტაპობრივი ცვლილებები შევა, რაც იქნება მასწავლებლის მხარდაჭერისთვის აუცილებელი“, – ამბობს აბულაძე. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ 2019 წელს რადიკალური ცვლილებები ვერ განხორცილდება, ბიუროკრატიული ბარიერების არსებობის გამო, მაინც საჭიროა ცვლილებები, უმთავრესი ცვლილება კი შეეხება დაწინაურებული მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევის ნაწილს. მასწავლებლისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი მოიხსნება და მათ შეუნარჩუნდებათ მიღწეული სტატუსი. „ცვლილება შედის სტატუსის ჩამორთმევის ნაწილში. იყო ასეთი ელემენტი რომ მივაღწიე სტატუსს და კრედიტების რაოდენობა უნდა დავაგროვო რომ ეს სტატუსი არ დავკარგო. ეს გავაუქმეთ, იმიტომ რომ როდესაც მასწავლებელი, მენტორის, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადადის, ეს ნიშნავს, რომ ის ადასტურებს კომპეტენციას. როგორ შეიძლება, შემდეგ კომპეტენცია გქონდეს და თან აღარ გქონდეს. ერთია, რომ გაქვს კომპეტენცია და მეორე – რას აკეთებ შენ ამ კომპეტენციით. შესაბამისად ჩვენი შეთავაზება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე შევა პარლამენტში, გულისხმობს სახელშეკრულებო ელემენტის გაჩენას მასწავლებლებთან. ამ ეტაპზე მენტორია, წამყვანია თუ უფროსია, ყველა ერთი და იგივე საქმეს აკეთებს, უბრალოდ სტატუსები განსხვავდება. ეს საკითხი კონტრაქტებით დარეგულირდება და ვფიქრობთ, რომ მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მუდმივად შიში და ეჭვი, რომ რაღაცას ჩამოართმევენ“, – განმარტავს მინისტრის მოადგილე. ამასთან, ირინა აბულაძემ კიდევ ერთხელ ჩამოთვალა სქემაში დაგეგმილი და აქამდე ცნობილი ცვლილებებიც: „მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი გაუქმდება, ეს ბიუროკრატიული ბარიერი მოვხსენით, რადგან შინაარსობრივ სურათს აღარ იძლეოდა და ქონდა ფორმალური ხასიათი და მესამე, პრაქტიკოს მასწავლებლებს ეკრძალებოდათ 5 კრედიტქულაზე მეტის დაგროვება და ეს შეზღუდვაც მოვხსენით, პრაქტიკოს მასწავლებლებს კრედიტქულების დაგროვებაზე შეზღუდვა აღარ ექნებათ“, – აღმნიშნა ირინა აბულაძემ. ამავე თემაზე... --------------------------------------------------------------------------------------------- პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 2019 წლის გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო --------------------------------------------------------------------------------------------- სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს... --------------------------------------------------------------------------------------------- საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში განათლების სამინისტრო გარკვეულ პირობებს შესთავაზებს --------------------------------------------------------------------------------------------- მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება – პროგრამები 2019 წლის გამოცდისთვის --------------------------------------------------------------------------------------------- 130 შეფასება არ არის
|