x
image
ზოგადი განათლება
საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში განათლების სამინისტრო გარკვეულ პირობებს შესთავაზებს

დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ ბატიაშვილმა საპენსიო ასაკის მასწავლებლებზე და მათ წახალისებაზეც ისაუბრა

ასევე განაცხადა, რომ სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს...




image


“საჭიროებიდან გამომდინარე, მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ კიდევ ერთხელ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.



“მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, იმ ღვაწლმოსილ მასწავლებლებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების შესაბამისად პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია. კერძოდ, 2019 წელს, სახელმწიფო მათ სთავაზობს ერთჯერად ფულად ჯილდოს ერთიანად ორი წლის ჯამური ხელფასის სახით. ასევე მათ შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პრაქტიკოს საპენსიო ასაკის პედაგოგებს ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორი წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, მათ შეეძლებათ ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით და მიიღონ სახელმწიფო ჯილდო 2019 წლის შემოდგომაზე.




“თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 2019 წლის ბოლომდე ვერცერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ აიმაღლებს სტატუსს, ის შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით”, – განაცხადა მინისტრმა.



0
147
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0