Kaxaber Kacitadze საპატრიარქო კი არა რელიგიის სამინისტროა ეგ
Ocultar o reportar
რელიგია "სირცხვილია - მართლა სირცხვილია ის რაც ახლა საპატრიარქოში ხდება" - ელისო კილაძის ფეისბუქსტატუსი 2019, 14 მაისი, 2:16 გაზეთ 'ქრონიკა +" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც მკაცრი და კრიტიკული ფეისბუქსტატუსებით გამოირჩევა, ამჟამად სოციალურ ქსელში გუშინ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს და მთავრობის მიერ დაკანონებული წილხვდომობის დღესასწაულს ეხმაურება.საქართველოს მთავრობა და ქართული ეკლესია 12 მაისს მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის კურთხევისთვის შეიკრიბა, სადაც სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორეც იმყოფებოდა. როგორც ქალბატონი ელისო კილაძე წერს, ილია მეორის მიერ ივერიის ღვთისმშობლის ხატის კურთხევის შემდეგ მთაწმინდაზე დიდი "დღესასწაული" გაიმართა, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის უკმატოფილება მოჰყვა. აი, რას წერს "ქრონიკა +" - ის რედაქტორი სოციალურ ქსელში: - "გასაგებია რომ გუშინ დიდი "დღესასწაული " იყო, მაგრამ ის ნამდვილად გაუგებარია, რაღა მთაწმინდაზე აღნიშნა ეს დღესასწაული საპატრიარქომ? არავის ჯიბეში არ ვაპირებ ფულის თვლას, მაგრამ იმ ქეიფის თანხა, რომელსაც მისი უწმინდესობაც ესწრებოდა, ვინ გადაიხადა? ჩვენ? გადასახადის გადამხდელებმა? იმ თანხით იქეიფეს, რომელიც სარეზერვო ფინდიდან გამოყო მთავრობამ? არ დამიწყოთ ახლა პატრიარქი რომ იყო იმ სუფრაზე როგორ ვსაუბრობ.მინიმუმ უხერხული არ არის ამდენი უპოვარის ობლის, ქვრივის მწყემსები ასე რომ ფლანგავენ ხალხის დოვლათს? კარგით არ იყო ბიუჯეტის ფული, თუ ეკლესიის იყო (საიდან ეს ცალკე საკითხია), მაგ შემთხვევაში შვებაა ამდენი გაჭირვებული მრევლის პირობებში ლხენა? ეგეც არ იყოს მართლა არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გაქვთ არავის? ჰო ისე, ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან გაძევების მეორე დღესაც არაფერი აკლდა საპატრიარქოში გამართულ ბანკეტს. სადღეგრძელოებიც ხომ არ გავახსენო მავანს? სირცხვილია - მართლა სირცხვილია, ის რაც ახლა საპატრიარქოში ხდება !"
ელისო კილაძე გასაგებია რომ გუშინ დიდი "დღესასწაული " იყო, მაგრამ ის ნამდვილად გაუგებარია, რაღა მთაწმინდაზე აღნიშნა ეს დღესასწაული საპატრიარქომ? არავის ჯიბეში არ ვაპირებ ფულის თვლას, მაგრამ იმ ქეიფის თანხა, რომელსაც მისი უწმინდესობაც ესწრებოდა, ვინ გადაიხადა? ჩვენ? გადასახადის გადამხდელებმა? იმ თანხით იქეიფეს, რომელიც სარეზერვო ფინდიდან გამოყო მთავრობამ? არ დამიწყოთ ახლა პატრიარქი რომ იყო იმ სუფრაზე როგორ ვსაუბრობ.მინიმუმ უხერხული არ არის ამდენი უპოვარის ობლის, ქვრივის მწყემსები ასე რომ ფლანგ...
ComentariosEscribe un comentario...
460 3-ს მოსწონს
|