საზოგადოება ''რატომ გგონიათ, რომ გაქვთ უფლება ნახევრადშიშვლებმა აღლუმები მოაწყოთ ხალხმრავალ ადგილებში, მითუმეტეს სკოლებთან, იხუნტრუცოთ და საზოგადოება გამოიწვიოთ?"- ამირან სალუქვაძე 2019, 13 მაისი, 23:14 17 მაისს დაგეგმილმა ლგბტ პრაიდმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით გენერალი ამირან სალუქვაძე ფრიად საინტერესო პოსტს აქვეყნებს. მისი აზრით, ლგბტ პრაიდების თუ პარადების მოწყობა კრემლიდან იმართება და მისი ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ტარდება. თუ რატომ ფიქრობს გენერალი ასე, თავად მისი ფეისბუკ-სტატუსიდან შეიტყობთ, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:
''სა-17-მაისოდ დაგიტოვებთ ამ ბლოგს. თვის ბოლომდე არ ვიქნები ამ სივრცეში. დაიწყო ლგბტ საკითხის აგორება. კეთდება გაურკვეველი განცხადებები, ჩვენი ხალხია, ნუ მოვწყვიტავთო. მოდით, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ვის ინტერესებშია ყველაზე მეტად ე.წ. ლგბტ პრაიდების მოწყობა? რა თქმა უნდა კრემლის. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება არ იღებს ამ თქვენს ლგბტ პრაიდებს და პარადებს. არც მიიღებს. ლგბტ თემის გააქტიურებას მოყვება იმ ძალების გააქტიურება, რომლებიც ამბობენ, რომ "ევროპა გვართმევს ქართველობას". რაც მეტად გააქტიურებთ ლგბტ თემას, მეტად გააქტიურდებიან მოწინააღმდეგე ძალები. დასკვნა მარტივია: პირდაპირ აკეთებთ კრემლის საქმეს. მერე გინდათ ჰიბრიდული ომი დაუძახეთ და გინდათ რბილი ძალა. კრემლში ალბათ კმაყოფილებას ვერ მალავენ თქვენი ლგბტ აქტივობების გამო: კაპიკს არ ხარჯავენ, ისე კეთდება ანტიევროპული, შესაბამისად ევრაზიული საქმე. რატომ უნდა დავიჯერო, რომ კრემლის დაკვეთით არ აქტიურობთ? ახლა რაც შეეხება თვით ლგბტ-პრაიდს. საპრაიდო რა არის იქნებ აგვიხსნათ. ზოგს, პრაიდი პარადი ჰგონია.ჰოდა, ან რა საპრაიდოა, ან რა საპარადო? ვინ ვის ჩაგრავს კიდევ საკითხავია. თუ ვინმეს სადმე ფიზიკურად გაუსწორდნენ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ეს მხოლოდ მათი ქცევიდან გამომდინარე თუ იქნება. რომ გადაისხამთ თავზე ტონობით პომადას და ფერუმარილს და დადიხართ შემოფხრეწილები, იქცევით გამომწვევად, ხომ იცით რომ რეაქცია მოჰყვება? არა, თუ გსიამოვნებთ და სპეციალურად აკეთებთ, თქვენი ნებაა. აქვე ვაფიქსირებ, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ძალადობის, ნებისმიერი ნიშნით და მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს ადამიანად თვლის, პრობლემები ენით მოვაგვაროთ. ისე, საქართველოში, თვეში, საშუალოდ, 3 ათასი და მეტი სამართალდარღვევა ხდება. ჰოდა, ხანდახან უმცირესობასაც შეეხება. ცუდია და მიუღებელია თუ ვინმეს რაიმე ნიშნით ჩაგრავენ. ეს პოზიცია არ ნიშნავს, რომ აღლუმები უნდა მოგვიწყოთ. მთავარი. ყველა საზოგადოებაში, საუკუნეების მანძილზე, ჩამოყალიბებულია ეთიკის გარკვეული ნორმები. მარტივად რომ ვთქვათ: ადამიანი არ უნდა იყოს ზედმეტად გამომწვევად, ვულგარულად ჩაცმული, თავის სექსუალურ თუ სხვა მოთხოვნილობებს უნდა იკმაყოფილებდნენ დახურულ კარს მიღმა. ტუალეტში როცა შედიხართ, კარს ხომ იკეტავთ შიგნიდან?! ჰოდა, რატომ გგონიათ რომ გაქვთ უფლება ნახევრადშიშვლებმა, აღლუმები მოაწყოთ ხალხმრავალ ადგილებში, მითუმეტეს სკოლებთან, იხუნტრუცოთ და საზოგადოება გამოიწვიოთ? რატომ გგონიათ რომ გაქვთ უფლება თავზე მოგვახვიოთ თქვენი დღის წესრიგი, თქვენი მორალი, თქვენი ქცევის ეთიკა? ჩვენ გახვევთ თავზე რაიმეს? გივარდებით თქვენს სივრცეში? საერთოდ არ გვაინტერესებს ვის რა ორიენტაცია აქვს, ვინ რითი ცხოვრობს. გამოდის რომ თქვენ გვახვევთ თავზე. ისეთ აჟიოტაჟს ტეხთ, თითქოს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია სიახლე იყოს. ათასწლეულებია არსებობდა და იარსებებს, მაგრამ არავინ დაუშვებს რეკლამას, წახალისებას, მოწოდებებს, გარყვნილობას, აღვირახსნილობას. კიდევ ერთი ვერ გამიგია. შარშან, შარშანწინ, იმის წინ, ხომ გაგვაგებინეთ ვინც ხართ. დაგინახეთ, გავიგეთ, მაგრამ ვერ დაგიმახსოვრეთ, რადგან არ გვაინტერესებს. თუ უნდა დაგვაზეპირებინოთ თქვენი ვინაოებები? მოკლედ, ვინც პროევროპულებს ეძახით თავს და გეი-აღლუმებს უწევთ პროპაგანდას: 1. იწვევთ საზოგადოებას; 2. ახდენთ ძალადობის პროვოცირებას; 3. აკეთებთ ანტიევროპულ საქმეს, რადგან ვერაფრით ისე ვერ ავნებთ ევროპულ ორიენტაციას, როგორც ლგბტ თემის აჟიტირებით და ფსევდოდასავლური ღირებულებების თავზე მოხვევით." - ამბობს თავის პოსტში გენერალი ამირან სალუქვაძე. 219 6-ს მოსწონს
|