x
image
jango
მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალი

imageადრიანა ლიმა 31 წლის ბრაზილიელი სუპერ მოდელი. ადრიანა პატარობიდანვე გამოირჩევოდა თავისი სილმაზით და 13 წლის იყო როდესაც დაიწყო მოდელობა. ადრიანას მშობლები სოციალური მუშაკები იყვნენ. ადრიანას მამამ ოჯახი მიატოვა მაშინ როდესაც ადრიანა 6 თვის იყო, ოჯახის რჩენა ადრიანას დედას მოუწია. მისი სამოდელო კარიერა შემთხვევით დაიწყო, როდესაც ის თავის მეგობართან ერთად საყიდლებზე იყო, შეამჩნია სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა და სასწრაფოდ წაიყვანა სამოდელო სააგენტოში. imageსხვადასხვა პერიოდში ადრიანა ლიმა ხვდებოდა მომღერალ ლენი კრავიცს, ავსტრიის პრინცს ჰანს-ადამ ლიხტენშტაინ მეორეს, ლიბანელ ფლეიბოის ჯიმი ტრაბულსის. პამელა ანდერსონის ყოფილმა ქმარმა ტომი ლიმ კი ფიცი დადო, რომ მანამ ადრიანა ლიმა მისი არ გახდებოდა, უარს აცხადებდა სხვა ქალებთან ურთიერთობაზე, თუმცა ადრიანა უარს აცხადებდა სექსზე ქორწინებამდე. ტომისთვის
სამწუხაროდ, ადრიანამ მისი ფიცი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ არ აპირებს სკანდალურ პირებთან რამე სახის ურთიერთობის წამოწყებას. ლიმას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს და მარტო მოდელობაზე არ ფიქრობს, ის ქველმოქმედია და გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება. ადრიანა ასვე მსახიობიცაა და რამდენიმე ფილმში აქვს ნათამაშები, 2001წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „თვალთვალი“ სადაც გოგონა მიკი რურკს უწევდა პარტნიორობას. ადრიანა პატარაობიან ოცნებობდა უპატრონო ბავშვების დახმარებაზე და თავისმა საქმიანობამ ამის საშუალება მისცა. სუპერ მოდელი ახლა ამ საქმიანობაში ატიურად არის ჩართული.

2
192
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
192
  
2012, 22 ივლისი, 17:44
ვგიჟდები ამ ქალზე
0 1 2