ფსიქოლოგია შესაძლოა უყვარდეთ, მაგრამ გღალატობდეთ - 13 მითი ღალატის შესახებ 2019, 13 მაისი, 16:09 თქვენ კიდევ გჯერათ, რომ ღალატი, რომლის შესახებაც არავის გაუგია, ღალატი სულაც არ არის? მაშ, წაიკითხეთ! 1. კაცები უფრო ხშირად ღალატობენ, ვიდრე ქალები ეს ასე არ არის. ქალები კაცებზე არანაკლებ რისკიანები არიან, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში. მათ მოსწონთ სიახლეები, რაღაც საინტერესო სურთ, სათავგადასავლო. თანაც კაცებისგან განსხვავებით შურისმაძიებლებიც არიან. სხვასთან რომანი ეს დაუფასებელი ცოლისა და შვილების დედის ჯილდოა, პატივისცემისა და სიყვარულის დანაკლისის ანაზღაურება, საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ სასურველი და საყვარელია. 2. ადამიანები ღალატობენ, რადგან ოჯახში თავს უბედურად გრძნობენ ქალების შემთხვევაში კი ხდება ხოლმე ასე ძირითადად - თუკი რომანს აბამს, ესე იგი კმაყოფილი არ არის ქორწინებით, მაგრამ კაცებს ეს მიზეზი არ სჭირდებათ. მამაკაცი შესაძლოა ძალიან ბედნიერი იყოს ქორწინებაში, მაგრამ მაინც არ თქვას უარი სხვა ქალზე. 3. მამაკაცს არ შეუძლია მეგობარს ხედავდეს ქალში საზოგადოდ მიიჩნევა, რომ კაცებს სულ აქვთ მცდელობა მეგობრობა რომანად აქციონ, რადგან ეს სექსის შანსია. არადა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ, პირიქით, ეს ქალები ცდილობენ პლატონური ურთიერთობა სექსამდე მიიყვანონ. 4. ღალატის მიზეზი სექსია რომანების უმეტესობა სექსთანაა დაკავშირებული, რადგან სექსს ქორწინების გარეშე აკრძალული ხილის ეფექტი აქვს და გვიზიდავს. არადა სექსი სულაც არ არის ღალატის უმთავრესი მიზეზი. ყველაფერი გაცილებით მარტივია: შეიძლება სექსუალურად დაკმაყოფილებული იყო, მაგრამ რომანი მაინც გააბა, რადგან ეს შესაძლებლობაა მიიღო ის, რასაც ქორწინებაში ვერ იღებთ. 5. თუკი გიღალატათ, ე.ი. არ უყვარხართ ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ სავალდებულო არ არის, ასე იყოს. ბევრი ადამიანი სექსს და სიყვარულს ორ სულ სხვადასხვა რამედ მოიაზრებს და ფიზიკური ღალატი მის წარმოსახვაში თქვენ მიმართ გრძნობებს საერთოდ არ ცვლის. მეტიც, იშვიათად მაგრამ ხანდახან პირიქით აცოცხლებს ურთიერთობას. 6. ყოფილთან სექსი არ არის ღალატი, რადგან ეს ადრეც გიკეთებიათ ბევრი გაცილებით მარტივად უყურებს ყოფილთან სექსს, არადა ამას სერიოზული შედეგები შეიძლება მოყვეს. შეიძლება თქვენ ამას იმიტომ აკეთებდეთ, ძველი დროის გახსენება გინდოდეთ, მაშინ, როცა თქვენმა პარტნიორმა ამით ყველაფრის თავიდან დაწყების ილუზია შეიქმნას. 7. ღალატისგან თავის დაზღვევა შესაძლებელია შეიძლება შანსები შეამცირო, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს და ღალატისგან დაზღვეული არავინაა. რა უნდა ვქნათ? სწორი პარტნიორი უნდა შევარჩიოთ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმეს მოხიბვლა და გაბედნიერება ერთჯერადად და შემდეგ ისეთი გარეშე ფაქტორების იმედად ყოფნა, როგორებიცაა მორალი, ღირებულებათა სისტემა, თუ ოჯახური პრინციპები. 8. თუკი სხვას უღალატა, თქვენც გიღალატებთ თუკი ადამიანი ღალატობდა სხვას ისე, რომ საკუთარი ქცევის მართებულობის გადახედვის მცდელობაც არ ჰქონია, ასე მოხდება აუცილებლად თქვენთანაც, თუმცა სავალდებულო არ არის, რომ ისტორია განმეორდეს. 9. აუცილებელია ღალატში გამოტყდომა ჯობია თვითონ აღიარო, ვიდრე ფაქტში გამოგიჭირონ, თუმცა თუ ამ საიდუმლოს გამჟღავნების ძალიან ცოტა შანსია, ექსპერტები ფიქრობენ, რომ სჯობს ენას კბილი დააჭიროთ, განსაკუთრებით თუ ემოციურად არამდგრადი პარტნიორი გყავთ. 10. ღალატი ღალატი არ არის, თუ ამის შესახებ არავინ იცის ჰო, ბევრი ფიქრობს ასე. თუკი ამ ადამიანს მეორეჯერ ვეღარ ნახავთ, არავის მოუყვებით ამის შესახებ, არ იარსებებს ფაქტები და შანსი იმისა, რომ ეს ოდესმე ვინმემ გაიგოს, ღალატიც არ არსებობს. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თუკი გულწრფელად გჯერათ, რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის და არც მნიშვნელობას ანიჭებთ, არც ექნება მნიშვნელობა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამქვეყნად არც ისე ცოტა ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ საერთოდ ღალატშიც არაფერია სამარცხვინო. 11. თუკი სექსი არ იყო, არ იყო ღალატიც ემოციური ღალატი უფრო დიდი ღალატია, ვიდრე ფიზიკური ღალატი, რადგან ქორწინება სექსზე არ დგას მხოლოდ. ემოციურ დონეზე კავშირი ყველაზე მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ვერ ამჩნევს, როგორ გადადის პლატონური მეგობრობიდან რომანტიკული სიყვარულის ფაზაში, ეს ყველაზე ცუდი ღალატია ღალატთა შორის. თუმცა, თუკი თავის დამშვიდება გსურთ, შეგიძლიათ სხვანაირად შეხედოთ საკითხს. 12. ფანტაზიებში ვინმეს წარმოდგენა ღალატია ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი ფიქრიდან იწყება და ის, რაც ფანტაზიაში ჩნდება, შემდგომ უკვე რეალურ ცხოვრებაშიც იპოვის გზას, თუმცა ფსიქოთერაპევტები დიდი ხნის წყვილებს ურჩევენ კიდეც, სექსის დროს სხვა ადამიანებზე იფიქრონ, შექმნან წარმოსახვა და ამ სექსუალური ფანტაზიის რეალიზება პარტნიორთან მოახდინონ, რადგან ეს სექსს აცოცხლებს. ისინი ფიქრობენ, რომ მთავარია, საწოლში იყო ერთგული, თორემ ფიქრებს არაუშავს. 13. ღალატმა შეიძლება გადაარჩინოს ქორწინება ეს მითი მოღალატეებს მოსწონთ ძალიან, რადგან შესანიშნავად ამართლებს მათ საქციელს. ალბათ მათ მოიგონეს. ან კიდევ იმ მეუღლეებმა, თავის დამშვიდება რომ სურდათ. ეს ტყუილია. აბა წარმოიდგინეთ წყვილი, რომელიც სიყვარულით ჩახედავს ერთმანეთს თვალებში და იტყვის: ეს ღალატი ყველაზე კარგი რამ არის, რაც თავს გადაგვხდენია. ასეთი რამ არ არსებობს. სასიყვარულო რომანი ნიშნავს ფიცის გატეხვას, ტყუილს და ღალატს, როგორც ასეთს. იმ წყვილებსაც კი, რომელთაც გადალახეს ასეთი გატაცებები, ამ ამბების გახსენება არ უყვართ, რადგან იწვევს დანაშაულის გრძნობას, წყენას და სევდას. ღალატი დაბრკოლებაა, რომელიც შეიძლება გადალახო, მაგრამ ურთიერთობის გადამრჩენელი არავითარ შემთხვევაში. 3686 2-ს არ მოსწონს
|