x
image
ზოგადი განათლება
როდის და როგორ უნდა მიიღოს საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სახელმწიფო ჯილდო და გავიდეს პროფესიიდან – ვადები და პროცედურა
საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:



image


თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;



თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ, უნდა აცნობოს განათლების სამინისტროს 2019 წლის ბოლომდე;




თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს;



სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა;



საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაშიც კი მათ შეეძლებათ ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით და მიიღონ სახელმწიფო ჯილდო 2019 წლის შემოდგომაზე.



აღსანიშნავია, რომ ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე – დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.



ამავე თემაზე...


---------------------------------------------------------------------------------------------

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 2019 წლის გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო

---------------------------------------------------------------------------------------------

სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს...

---------------------------------------------------------------------------------------------

საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში განათლების სამინისტრო გარკვეულ პირობებს შესთავაზებს

---------------------------------------------------------------------------------------------

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება – პროგრამები 2019 წლის გამოცდისთვის

---------------------------------------------------------------------------------------------





0
207
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0