x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სოფელ მირზაანში მოსწავლეებს შორის ხატვის კონკურსი ჩატარდა
image


დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში, ნიკო ფოროსმანაშვილის მუზეუმის ეზოში ხატვის კონკურსი გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ ხატეს. ღონისძიება ანდრია პირველწოდებულის და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს მიეძღვნა, მოზარდებსაც ნახატების შექმნა სწორედ ამ თემატიკაზე მოუხდათ.


როგორც ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში განმარტავენ, მათი სურვილი იყო მოზარდებს ფიროსმანის ეზოში ხატვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. მათი თქმით, საუკეთესო ნამუშევრები სამომავლოდ მუზეუმში გამართულ ღონისძიებებზე გამოიფინება.


„სამინისტროს ინიციატივით, ყველა მუზეუმში ჩატარდა აქტივობა. ჩვენც ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს ვაცნობეთ, სკოლები დავპატიჟეთ და ვინც მოახერხა, გვესტუმრა და ხატვის კონკურსში ჩაერთო. თელავის სამხატვრო სკოლა, დედოფლისწყაროს და კიდევ რამდენიმე სხვა საჯარო სკოლა მონაწილეობდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს დაინტერესებისათვის და ჩართულობისთვის. მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები მუზეუმს დარჩა. მას კომპეტენტური ჟიური გადაარჩევს და საუკეთესოებს სამომავლოდ სხვადასხვა გამოფენების დროს გამოვიყენებთ, “ - აღნიშნავს ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის მმართველი დალი აბაშიძე.



„ჩემთვის სოფელ მირზაანში ხატვა ძალიან საინტერესო იყო, რადგან ხატავ იმ ადგილას, სადაც ერთი საუკუნის წინ, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული გენიალური მხატვარი ხატავდა. უყურებ მის გენიალურ შედევრებს და შენც გვეძლევა იმის სტიმული, რომ ხატო. მუზეუმში ულამაზესი ეზოა, გაზაფხულის საუკეთესო ამინდი იდგა და ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა ჩვენზე, რომ დავალება საუკეთესოდ შეგვესრულებინა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კონკურსმა შეგვმატა მეგობრები. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილებები და მალე დავმეგობრდით. ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ხატვის კონკურსი მოეწყო ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. საკუთარი წარმოდგენის მიხედვით დავხატეთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა. ამ პროექტში ხორნაბუჯის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე მონაწილეობდა. მე, ანა ფიროსმანაშვილი, მარინა მულიგინა, და დავით სელიპანოვი. პროექტის ორგანიზატორმა მოსწავლეებს მადლობა გადაგვიხადა და მონაწილეებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, “ - განუცხადა გაზეთ „შირაქს“ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ხუციშვილმა.


image

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0