პროფილაქტიკა ამ პროდუქტის დეფიციტი თავის ტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ ადრე არ ვიცოდი 2019, 13 მაისი, 12:24 თავის ტკივილებს შორის შაკიკი ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას. დედამიწაზე ყოველ მე-5 ადამიანს ეს უსიამოვნო დაავადება აწუხებს. სამწუხაროდ, მისი წარმოშობის მიზეზები ბოლომდე გარკვეული არაა.
ექიმები აღნიშნავენ, რომ შაკიკი შეიძლება ხშირი დაღლილობის, დაძაბული გონებრივი მუშაობის, ასევე მემკვიდრეობის და ჰორმონალური ფონის დარღვევით იყოს გამოწვეული.
კვება შაკიკის გამოვლენასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი თავის ტკივილს 4-ჯერ უფრო ხშირად იწვევს. აი სია, რაც უნდა მიირთვათ, რომ თავი 100 %-ით კარგად იგრძნოთ.
პროდუქტები შაკიკის საწინააღმდეგოდ: ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინი თავიდან ამ ელემენტების დეფიციტის დროს ორგანიზმი უმნიშვნელო სტრესს განიცდის. ადამიანი გაღიზიანებული და გაფანტული ხდება. ამ ნივთიერებების გახანგრძლივებული დეფიციტი უფრო სერიოზულ შედეგებს იწვევს. ფოლიუმის მჟავის საკმარისი რაოდენობის მიღებას შეძლებთ ბროკოლიდან, ისპანახიდან, გოგრიდან, ჭარხლიდან და ავოკადოდან. ხოლო B12 ვიტამინს ქათმის კვერცხი შეიცავს. სპილენძი და რკინა ამ ელემენტების დეფიციტი უფრო მეტად ქალებს აწუხებთ. დეფიციტი კი შაკიკს, დეპრესიას და წნევის შემცირებას იწვევს. ორგანიზმში სპილენძის შესავსებად ლობიო, პარკოსანი პროდუქტი და თხის ყველი უნდა მიირთვათ. აი, რკინას შეიცავს ზღვის კომბოსტო, სეზამი, თესლები, ღვიძლი და მწვანილი. B6 ვიტამინი თავის ტკივილის და გულისრევის შესამცირებლად ადვილად ათვისებადი საკვები უნდა მიიღოთ. ასევე ეფექტურია B6 ვიტამინის მიღება, რომელსაც მარცვლეული, ახალი ბოსტნეული, ღვიძლი და ლობიო შეიცავს. D ვიტამინი დამტკიცებულია, რომ D ვიტამინის დეფიციტის დროს ადამიანს თავის ტკივილები 20-ჯერ უფრო ხშირად აწუხებს. სწორედ ამიტომ უფრო მეტი ზღვის პროდუქტი, კვერცხი, პარკოსანი და რძის პროდუქტები უნდა მოიხმაროთ. ასევე, კარგ ამინდში სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნეთ. პ.ს სწორი კვება, სპორტით დაკავება და სრულყოფილი დასვენება თავის ტკივილის სიხშირეს შეამცირებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. მნიშვნელოვანია! რა არ უნდა გააკეთოთ არასდროს ჭამის შემდეგ: 10 ჩვევა, რომლებიც შიგნიდან განადგურებთ 2. 100 დაავადების სამკურნალო წერტილი: რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ 3. სცადეთ, უსახელო თითი 20 წამით გამართოთ 4. შეუფასებელი მალამოს რეცეპტი, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა 5. 5 დაავადება, რომლებსაც ყავის ცეცხლივით ეშინია
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
3038 1-ს მოსწონს |