ფოტოგრაფია შიშველი სილამაზე: მარკო გლავიანოს იდეალური ქალები 2019, 12 მაისი, 15:43 მარკო გლავიანო - მსოფლიოს ერთ - ერთი საუკეთესო თანამედროვე ფოტოგრაფის წოდებას უკვე წლებია სრულიად სამართლიანად ატარებს. 30 პერსონალური გამოფენა, 15 ფოტოწიგნი და რაც მთავარია, 500 - მდე პრესტიჟული ჟურნალის გარეკანაზე ფოკუსირებული ენით აღუწერელი სილამაზის ავტორი - ეს მსოფლიო ფოტოგრაფიის ლეგენდა მარკო გლავიანოა. მას - "სუპერმოდელის" ფენომენის შექმნაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის, ცნობილი ხელოვანი დიდი ხნის განმავლობაში ისეთ ტოპ - მოდელებთან თანამშრომლობდა, როგორებიც - კლაუდია შიფერი, პაულინა პორიზკოვა, სინდი კროუფორდი, კრისტი ტარლინგტონი, ჯია კარანჯი და ევა ჰერცოგოვა იყვნენ. სუპერმოდელების, მსახიობებისა და მუსიკოსების პორტრეტების გარდა, მარკო გლავიანოს ფოტოობიექტივს, ასევე სარეკლამო და პეიზაჟური ფოტონამუშევრებიც ეკუთვნის. დღესდღეობით მისი ფოტოსურათები არაერთ კერძო კოლექციასა თუ მსოფლიოს წამყვანი მუზეუმის კედლებს ამშვენებს.
217 შეფასება არ არის |