x
image
ზოგადი განათლება
სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს და „შეზღუდვები“ მშობლებს სასკოლო ექსკურსიების მოწყობის თაობაზე

გასული წლიდან ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირება გარკვეულ რეგულაციებშია მოქცეული, რომლის შესრულებაც ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის სავალდებულოა.

გთავაზობთ სამინისტროს რეკომენდაციებს, რომლებიც მშობლებმა და სასწავლო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ:

image

1.ტრანსპორტირება – განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება;




2.სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული უნდა იყოს (ჰქონდეს მგზავრების დაზღვევა);



3.სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი;




4.გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას;




5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით;



6.იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად გადაადგილდება რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც განთავსებული არიან არასრულწლოვანები, კოლონას წინ უნდა უძღოდეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ხოლო კოლონაში არსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე მითითებული იყოს ნიშანი “ბავშვები“;



7.მიზანშეწონილია ღონისძიების პერიოდის და ადგილმდებარეობის შეტყობინება მუნიციპალიტეტისათვის, პოლიციისათვის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის;



8.იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ არასრულწლოვნებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს „პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების კურსი“;



9.არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა – ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის/მშობლების (მეურვეების, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობა ან/და ხელშეკრულება (სასურველია ნოტარიულად დამოწმებული ფორმით), სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილება;



10.ღონისძიების ხელმძღვანელის/ორგანიზატორის მიერ დაქირავებულ პერსონალთან (ლიდერ/ინსტრუქტორებთან), გადამზიდავთან, არასრულწოლვანთა განთავსებისა და კვების ობიექტთან ურთიერთობები და მხარეთა პასუხისმგებლობა დარეგულირებული უნდა იყოს ხელშეკრულებით.



11.აღნიშნულ რეკომენდაციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო ექსკურსიები, არამედ მშობელთა მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ნებისმიერი ჯგუფური ტრანსპორტირება;




0
2148
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
2148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0