საზოგადოება "როენა მამიდა გამოუშვით ფარჩაკებო და თქვენს მამიდას მიხედეთ " - როგორ ეხმაურებიან "მამიდას" დაკავებას 2019, 9 მაისი, 0:05
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან, რომელთა შორის უმეტესობა ძალიან სახალისოა. როენა ხუცურაულის, იგივე მამიდას გათავისუფლების მოთხოვნით უკვე შეიქმნა ივენთი და აქციაც დაანონსდა. 274 1-ს მოსწონს
|