საზოგადოება „ეს ნაძირალა!!! მალხაზ მაჩალიკაშვილი გეგმავდა ჩემი მშობლების, ჩემი ძმების, ჩემი და ჩემი შვილის მოკვლას" - ნინი გოგაშვილი 2019, 8 მაისი, 17:25
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. ნინი გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს:
“ გამწარებულ მამას ეპატიება'' - ამას ვინც ამბობთ, თქვენ ხართ არაადამიანები, თქვენ არ გიყავრთ თქვენი ოჯახი, თქვენ არ გიყვართ თქვენი შვილები და თქვენ ხართ ტერორისტის თანამოაზრე, ვინც ასე ფიქრობთ!!!! საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა ეს ტერორისტული აქტი, რომ განეხორციელებინა “გამწარებულ მამას თავისი ფიქრები'' და რომ მოვმკვდარიყავით ამდენი ადამიანი, მერე რას იტყოდით თქვე უგულო “ადამიანებო''? თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილას, მაინც აპატიებდით?!!! თუ აუცილებლად გვამები უნდა გენახათ, ამას ელოდებით??? "ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მომზადების პროცესში აღკვეთა ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება" როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ემოციის გარეშე ისმენდე და არ ნადგურდებოდე! ასე გეგმავდა ეს ტერორისტი ჩვენს ამოხოცვას, როგორც იგი ეუბნება თავის ძმისშვილს! ეტყობა დიდი ხანი გეგმავდა ამ ყველაფერს, დეტალებში აქვს აღწერილი ყველაფერი, ამაზე მეტი მტკიცებულება აღარ არის საჭირო იმისთვის, რომ დაიჭირონ სანამ ამოგვხოცა ყველა! დღეს ჩემი ოჯახია საფრთხის წინაშე, ხვალ შეიძლება თითოეული თქვენგანის ოჯახი აღმოჩნდეს მათი სამიზნე! ეს ნაძირალა!!! მალხაზ მაჩალიკაშვილი გეგმავდა ჩემი მშობლების, ჩემი ძმების, ჩემი და ჩემი შვილის მოკვლას, რომელიც დიდი ხანია ემუქრებოდა მამაჩემს, სოსო გოგაშვილს, მისი შვილებისა და შვილიშვილების მოკვლით საჯაროდ!!!!!!!!!!! შე ნაძირალა არაადამიანო, აუცლებლად აგებ პასუხს ადრე თუ გვიან ცილისწამებაზე და ამ შენს ტერორისტულ გეგმებზე!!! ღმერთი არსებობს, შესაბამისად სამართალი აუცილებლად იზეიმებს და ყველა შენნაირი ნაძირალა აგებს პასუხს კანონის გათვალისწინებით!!! 709 2-ს მოსწონს
|