სისხლის სამართალი გოგონები,რომლებიც მრავალი წელი ჰყავდათ მანიაკებს დამწყვდეული(კრიმინალური არქივიდან) 2019, 8 მაისი, 13:36 ეს საშინელი ისტორიები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია ბავშვებს და მოზარდებს ვასწავლოთ, რომ არ ენდნონ და არ გაჰყვნენ უცნობ ადმამიანებს, მით უმეტეს თუ ისინი ძალზე კეთილგანწყობილნი არიან მათ მიმართ, ამის გარდა არც თუ იშვიათად გამტაცებლები არიან ნაცნობები ან ახლობელი ადამიანები. ფუსაკო სანო-გატაცებული იყო 9 წელი და 2 თვე. ფუსაკა სანო სულ 9 წლის იყო, როდესაც 1990 წელს გაიტაცა 28 წლის ნობუიუკი სატომ, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობდა .სატოს ფუსაკო საკუთარი სახლის მე-2 სართულზე ჰყავდა დამწყვდეული, აღსანიშნავია, რომ მისი სახლთან 200 მეტრში იყო პოლიციის გაყოფილება. პირველი რამდენიმე თვე სატოს დაბმული ჰყავდა გოგონა, ამასთანავე სცემდა და დანით ემუქრებოდა, არც თუ იშვიათად მანიაკი იყენებდა ელექტროშოკერს. შემდგომ სატომ ფუსაკოს თმები შეაჭრა და საკუთარი ტანსაცმელი ჩააცვა, მიუხედავად იმისა, რომ სატო კარს ხშირად ღიას სტოვებდა, გოგონას არც უცდია გაქვევა, ის ძლიერ შეშინებული და ამასთანავე ძლიერ დასუსტებული იყო და გაქცევის არაქათიც არ ჰქონდა. გოგონა მას შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც ნობუიუკის დედამ მიმართა პოლიციას, მისი თქმით შვილი უცნაურად და აგრესიულად იქცეოდა, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს დამფრთხალი გოგონა. ნობუიუკი სატოს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თავად გოგონა ფუსაკა სანო კი დარჩა სამუდამოდ ინვალიდი: გონებრივად განუვითარებელი, მძიმე პოსტრავმული ფსიქოლოგიური გადახრებით. ამანდა ბერი, ჯინა დეჰესუსი და მიშელ ნაითი-10 წელი და 9 თვე. მიშელი იყო პირველი გოგონა, რომელიც არიელ კასტრომ მოტყუებით გაიტაცა 2002 წელს, გოგონა 21 წლის იყო, 8 თვის შემდეგ მათ შეუერთდა ამანდა ბერი, რომელიც 16 წლის იყო ბოლოს, ერთი წლის შემდეგ 14 წლის ჯინა დეჰესუსი. არიელმა მიშელს გატაცებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ აჭამა პირველად საჭმელი, მანამდე იგი გოგონას სცემდა და აუპატიურებდა, არიელი 5-ჯერ დაფეხმძიმდა, თუმცა მუცელი მუდამ ეშლებოდა მუდმივი შიმშილის და ცემის გამო. როდესაც მიშელს მეორე ტყვე-ამანდა ბერი შეუერთდა 8 თვის შემდეგ, იგი დაფეხმძიმდა, არიელმა ბებიაქალობა იკისრა და მიშელს ბავშვის გაჩენაში დაეხმარა, ერთი წლის შემდეგ კი ორ ტყვე გოგონას მესამე-14 წლის ჯინა დეჰესუსი შეემატათ. საქმე მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაიხსნა, როდესაც ერთხელაც კასტროს ერთ-ერთი კარის დაკეტვა დაავიწყდა, ამანდა ბერიმ საკუთარ 6 წლის ქალიშვილთან ერთად მოახერხა სახლიდან გასვლა და მეზობლების დახმარებით 911-ზე დარეკა. არეილ კასტრო იმავე დღეს, 2013 წლის 6 მაისს McDonald’s-ში სადილობის დროს აიყვანეს. არიელ კასტროს სასამართლომ 1000 წელი ციხე მიუსაჯა, თუმცა მას დიდხანს არ უცოცხლია, 2013 წლის 3 სექტემბერს, მან კამერაში თავი ჩამოიხრჩო. 2015 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი, "კლივლენდის ტყვეები(Cleveland Abduction) სადაც ეს მოვლენებია აღწერილი. ჯეისი დუგარდი-18 წელი და ორი თვე- ჯეისი 11 წლის იყო, როდესაც 1991 წელს მოიტაცეს იმ დროს, როდესაც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.გამტაცებელი იყო ფილიპ გარიდო, მას ცოლი ნენსი ეხმარებოდა, რომელსაც სურდა"ქმრისთვის საჩუქარი" გაეკეთებინა. ცოლ-ქმარმა გოგონას ხელბორკილები დაადეს და პატარა ბნელ ოთახში ჩაკეტეს, რამდენიმე დღის შემდეგ ფილიპმა საშხაპეში შეიყვანა გოგონა და იქვე გააუპატიურა, 13 წლის იყო ჯეისი, როდესაც პირველად დაფეხმძიმდა, რის შემდეგაც გააჩინა გოგონა, სამი წლის შემდეგ ჯეისი ისევ დაფეხმძიმდა და გააჩინა მეორე გოგონა. გამტაცებლებმა ჯეისი აიძულეს გოგონებისთვის ეთქვა, რომ ვითომ ნენსი დედა იყო მათი, ხოლო თვითონ უფროსი და. საქმე გაიხსნა მაშინ, როდესაც ოჯახური კონტროლის ორგანომ ეჭვი შეიტანა საბუთებში და სამართალდამცავებს გამოუძახა. 2011 წელს ფილიპ გარიდოს 431 წელის პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მისი მეუღლე ნენსი უფრო მსუბუქად გამოძვრა-34 წელი ციხე. სხვათა შორის ამდენი ხნის პატიმრობის და სასტიკი მოპყრობის მიუხედავად, ჯეისი საკმაოდ განათლებული და გონებაგახსნილი ქალი დადგა, 2011 წელს მან გამოსცა წიგნი"მოპარული ცხოვრება:მემუარები"( A Stolen Life: A Memoir).ამასთანავე ამ ამბავზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი არის გადაღებული. ელიზაბეტ ფრიტცლი-24 წელი-ავსტრიელმა ელექტრიკოს იოზეფ ფრიტლცს 24 წლის განმავლობაში ჰყავდა დამწყვდეული საკუთარი ქალიშვილი, 11 წლიდან მოყოლებული მამამ ლიზი სარდაფში დაამწყვდია, რა დროსაც იგი გამუდმებით სცემდა და აუპატიურებდა. როდესაც ლიზი 18 წლის გახდა, მამამისმა პოლიციაში ძებნაზე განცხადება შეიტანა, თითქოს მისი ქალიშვილმა დაუტოვა წერილი, სადაც ის იტყობინებოდა, რომ მას ამიერიდან ცალკე ცხოვრება სურდა. სარდაფში ტყვეობის დროს ელიზაბეტმა საკუთარი მამისგან 7 შვილი გააჩინა, ამათგან სამ შვილს არასდროს დაუტოვებია სარდაფი, აქედან ერთი გარდაიცვალა, დანარჩენებზე კი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ თითქოს "აღვირახსნილმა ქალიშვილმა" უკანონონოდ გაჩენილი შვილები მშობლებს მიუგდო გასაზრდელად. საქმე მხოლოდ 2008 წელს გაიხსნა, როდესაც ინსცენტით დაბადებულ უფროს ქალიშვილს 19 წლის კერსტინს თირკმლის უკმარისობის სინდრომი აღმოაჩნდა, ექიმებმა საბუთებში ეჭვი შეიტანეს, არც ავადმყოფობის ისტორია აღმოჩნდა და არც გოგონას დედა ჩანდა, რომელიც "დაკარგულად" ითვლებოდა, საქმეში ჩაერია პოლიცია და ყველაფერი გაირკვა. 2009 წელს იოზეფ ფრიტლცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, იგი სასჯელს ფსიქიურად დაავადებულთა სპეციალურ დაწესებულებაში იხდის. გერმანულმა როკ-ჯგუფმა რამშტეინმა ამ ამბავს სიმღერა Wiener Blut-ი მიუძღვნა. ამ ამბავზე ჯერ ირლანდიელი მწერლის ემა დონოჰიუს რომანი "ოთახი"(Room) გამოდის, შემდეგ კი ამავე სახელწოდების ფილმი(2015) 663 5-ს მოსწონს
|