x
image
_K_
13 საინტერესო ფაქტი ნოტრ-დამის შესახებ, რაც კვაზიმოდოსაც გააოცებდა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ნოტრ-დამი გოთიკური არქიტექტურის ნიმუში და პარიზის ერთ-ერთი სიმბოლური ნაგებობაა. ამ ბრწყინვალე შენობას ბევრი ნაწარმოები მიუძღვნეს, მათ შორის ყველაზე ცნობილია ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". თუ წიგნი გაქვთ წაკითხული, პარიზს ეწვიეთ ან, უბრალოდ, ტურისტულ ბროშურებში ჩაიხედეთ, უკვე ბევრი რამ გეცოდინებათ ნოტრ-დამზე. თუმცა, ოდესმე გსმენიათ საიდუმლო არქიტექტურულ დეტალებზე, რამაც ნაგებობას ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვა შესძინა?


სტატიაში გაგაცნობთ ტაძრის საიდუმლოებებს, დაწყებული 1163 წელს მისი კონსტრუქციიდან და მოგიყვებით რეალურ ადამიანებზე, რომლებიც ბევრ თქვენგანს აქამდე მხოლოდ ჰიუგოს წარმოსახვის ნაყოფი ეგონა.

image








1. კვაზიმოდო, მოქანდაკე

Tate-ს თანამედროვე მუზეუმის მიერ გასაჯაროვებულმა დოკუმენტმა ჰიუგოს ფანებისთვის შთამბეჭდავი ფაქტი გამოააშკარავა. ვსაუბრობთ ჰენრი სიბსონის, მთავრობის მიერ ტაძრის ასაშენებლად დაქირავებული ავტობიოგრაფიული ნაშრომის შესახებ. ტექსტში ის წერს, რომ მასთან ერთად პროექტზე კიდევ ერთი მარტოსული, კუზიანი სკულპტორი მუშაობდა. ვიქტორ ჰიუგომ თავისი ცნობილი წიგნი იმ პერიოდში დაწერა, როცა სიბსონი და კუზიანი ტაძარს აგებდნენ. საინტერესოა, არქიტექტორის ავტობიოგრაფიაში აღწერილი პიროვნება ნამდვილი კვაზიმოდო იყო თუ ეს, უბრალოდ, დამთხვევაა?


imageimage








2. ეუგენ ვიოლეტ-ლე-დუკი, ღვთისმსახური

ნოტრ-დამის აშენებას თითქმის 2 საუკუნე მოუნდა და ამ საქმეში რამდენიმე სკულპტორმა მიიღო მონაწილეობა. საუბედუროდ, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ტაძარი დაზიანდა და მიივიწყეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა არქიტექტორი, სახელად ეუგენ ვიოლეტ-ლე-დუკი, რომელმაც შენობის აღდგენა გადაწყვიტა.


მისი მცდელობა ბევრჯერ იქნა გაკრიტიკებული იმის გამო, რომ სკულპტორის ნაშრომი შუა საუკუნეების რომანტიკულ იდეებს პასუხობდა. თუმცა, სწორედ ეუგენ ვიოლეტ-ლე-დუკის წყალობით დაიბრუნა ტაძარმა ძველებური პრესტიჟი და ბრწყინვალება. ტაძრის ბევრ დეტალში მჟღავნდება არქიტექტორის სტილი, ყველაზე მკაფიოდ კი ღვთისმსახურების ქანდაკებებში. თუ ერთ-ერთ მათგანს კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ის თავად ეუგენ ვიოლეტ-ლე-დუკია, რომელიც ტაძარს ათვალიერებს.

imageimage








3. როზეტები (დეკორაციული ვარდები)

ერთ-ერთი სანახაობა, რომელიც ტურისტებს იზიდავს, ნოტრ-დამის ჩრდილოეთ ფასადზე განთავსებული როზეტებია. ის 80 ფიგურასა და ძველ აღთქმაში აღწერილ ამბავს შეიცავს. ფიგურები გარს ერტყმის მარიამ ღვთისმშობლის ცენტრში განთავსებულ სურათს.


საპირისპირო ფასადის ცენტრში იესო ქრისტეა გამოსახული, რომელიც ვიოლეტ-ლე-დუკმა დაამატმა ტაძარს რესტავრაციის დროს.

imageimage








4. მამალი, როგორც რელიქვიის სიმბოლო

ტაძრის კოშკის თავზე განთავსებულია ფიგურა, რომელსაც La Flèch-ს (ისარი) ეძახიან. მას მეტალის მამლის ფორმა აქვს მიცემული, რომელიც საფრანგეთის სიმბოლოა. თუმცა, მხოლოდ მამალი არ არის საინტერესო დეტალი, - მნიშვნელოვანია, რომ ის 3 ისტორიულ ნეშთს შეიცავს: ერთი წმინდა დენისს ეკუთვნოდა, მეორე - წმინდა ჯენევიევს, მესამე კი - როგორც ამბობენ, ქრისტეს ეკლის გვირგვინის ნაწილი იყო.

imageimage








5. გოთიკური სიმაღლე

გოთიკური შენობები ცნობილია თავისი გრძელი და წვეტიანი არქიტექტურული დეტალებით. ქრისტიანებს სჯეროდათ, რომ რაც უფრო ახლოს იყო ტაძარი ცასთან, უფრო ახლოს იყვნენ ადამიანები ღმერთთან და სამოთხესთან. ნოტრ დამის ტაძარი 33 მეტრის სიმაღლის გამოვიდა და შეეძლო, 9000 ადამიანი დაეტია.

imageimage








6. წაბლის ხის ჭერი

დიდი თაღები, რომლებზეც ტაძარი დგას, შთამბეჭდავი ხის სახურავის ქვეშაა განთავსებუილი. მშენებლებს დაახლოებით 1300 წაბლის ხე დასჭირდათ ამ სპეციფიური საყრდენის შესაქმნელად.

imageimage








7. ემანუელი

ნოტრ-დამის ზარს სახელი აქვს და მას ემანუელი ჰქვია. ის 13 ტონას იწონის და მე-17 საუკუნეში გადაკეთებული იქნა. ზარი მარჯვენა კოშკის ყველაზე მაღალ სართულზე მდებარეობს.

imageimage








8. ვამპირი კოშკზე

ვიოლეტ-ლე-დუკის მიერ დამატებულ არქიტექტურულ დეტალებს შორისაა ქიმერები და გორგულიები. ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა სტრიქსი - ვამპირის მსგავსი ფიგურა რომაულ მითოლოგიაში.

imageimage








9. ვირების ფესტივალი

დღეს ნამდვილად რთულია მსგავსი ფესტივალის არსებობის წარმოდგენა. თუმცა, შუა საუკუნეებში, ტაძრის კედლებს შორის ადამიანები ატარებდნენ რიტუალს ვირების მონაწილეობით. ყოველ 26 დეკემბერს მღვდლის ტანისამოსიანი, ვირზე ამხედრებული ბიჭი შენობას აუვლიდა და ჩაუვლიდა. კოსტუმებში გამოწყობილი ხალხი ცეკვავდა, ხტუნავდა და მღეროდა. შეგიძლიათ ასეთი რამის წარმოდგენა? დღეს ამ ადგილას მხოლოდ ტურისტების რიგებს ვხედავთ, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ფოტო გადაიღონ ტაძართან.

image








10. ის მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე დიდი ტაძარია.

მართალია, მკვლევართა აზრით, ტაძარი გოთიკური პერიოდის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, მაგრამ ის ყველაზე დიდი არ არის. ნოტრ-დამი მსოფლიოში სიდიდით მესამე ადგილს იკავებს ამიენის საკათედრო ტაძრისა და სენ-პიერ დე ბოვეს ტაძრის შემდეგ.

imageimage








11. სიტე - Île de la Cité

ვიოლეტ-ლე-დუკის მიერ ტაძრის რესტავრაციის შემდეგ, ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ასე რომ, როცა ბარონი ჰაუსმანი გათანამედროებული პარიზის გეგმას ხაზავდა, ბევრ რამეზე უნდა ეფიქრა. ნაპოლეონ III-ეს მმართველობის დროს მან ბევრი შენობა დაანგრია, რომელიც ხელს უშლიდა ნოტრ-დამის დანახვას. ასე აღმოჩნდა ახალი პლაზა ტაძრის მთავარი ფასადის წინ.

imageimage








12. ფუტკრები ტაძარში

2013 წელს ერთმა მეფუტკრემ ტაძარს სკა აჩუქა. ადმინისტრატორები საჩუქრის მადლობლები იყვნენ და გადაწყვიტეს, მისთვის ადგილი მიეჩინათ. ის შენობის სამხრეთ ნაწილში განათავსეს. როცა ნოტრ-დამს ეწვევით, არ დაგავიწყდეთ ამ სკის ნახვაც.

image








13. საფრანგეთის შუაგული

ნოტრ-დამის ცენტრალური პლაზას შუაში ტროტუარზე ამოტვიფრული წრე შეგხვდებათ წარწერით “Point zero of the routes of France”. ის 4 ნაწილადაა დაყოფილი. თუ წრის შუაგულში დადგებით, აღმოჩნდებით მთელი პარიზისა და, ასევე, საფრანგეთის შუაგულში.

imageimage








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 20 ხელოვნების ნიმუში, რომელიც თანამედროვე სამყაროს ტკივილს გადმოსცემს

image


2. 14 ცნობილი ისტორიული ფოტო, რომელიც სინამდვილეში ყალბია

image


3. 100 ნახატი, რომელთა შესახებ ყველა განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს

image

4
554
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
554
  
2019, 14 მაისი, 12:50
♥♥♥♥♥
2019, 14 მაისი, 12:50
მადლობა♥
2019, 14 მაისი, 10:38
Rogoec yoveltvis ❤️
2019, 13 მაისი, 20:32
საინტერესო იყო :)
0 1 4