არქიტექტურა 24 ნივთი, რომელთა ქონასაც სახლში ყველა ისურვებდა 2019, 31 დეკემბერი, 16:16 როგორც, ალბათ, იცით, სახლს მყუდროს მხოლოდ ლამაზი და ფუნქციონალური ავეჯი კი არა, ინტერიერის სხვა დეტალებიც ხდის. სავარაუდოდ, დაგვეთანხმებით, რომ უკეთესია ისეთ სახლში ცხოვრება, სადაც უზარმაზარი ბინ ბეგი, ყავის სურნელის მქონე მაღვიძარა და სარკე იქნება, რომელში ჩახედვის დროსაც სხვა სამყაროში გადაინაცვლებთ.
სტატიაში საინტერესო ნივთებს წარმოგიდგენთ, რომელთა გამოყენებაც ნამდვილად გაგაბედნიერებდათ. 1. იფიქრეთ სავარძლის უკან პატარა მაგიდის მოთავსებაზე ზედმეტი ნივთების დასადებად.2. როგორ მოგწონთ ეს საშრობი ჭურჭლისთვის?3. წარმოგიდგენთ გასაშლელ მაგიდას და სკამებს, რომელთა მოხერხებულად დამალვა შეგიძლიათ კედელში.4. დაგვეთანხმებით, ეს ბალიში განსაკუთრებულად კომფორტულია.5. ეს მაღვიძარა ახლადმოხარშული ყავის მარცვლების სუნით გაღვიძებთ.ალბათ, ამაში ფული ცოტას თუ დაენანებოდა.6. ეს კი მრგვალი ფორმის რბილი სკამია, რომელშიც ფეხსაცმელების მოთავსება შეგიძლიათ.7. წარმოგიდგენთ ორიგინალურ თაროს ტუალეტის ქაღალდების მოსათავსებლად.8. ეს კი კუთხის კომოდია, რომლის მეშვეობითაც სახლში გამოუყენებელ ადგილს მნიშვნელობას შესძენთ.9. და სივრცის დაზოგვის მიზნით ასეთი საწოლის ქონაზე რას იტყოდით?10. ...ან ასეთი საწოლის, რომელიც იდეალურია დების, ძმების ან და-ძმისთვის.11. ეს საათი მაიას ტომის რიცხვებითაა გაფორმებული.12. კატები ვისაც არ ჰყავს, ისინიც კი სიამოვნებით შეიძენდნენ ამ სახლს, არა?13. ეს არის ღამის ფანარი, რომელიც თვითმფრინავის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაფრენის რეალურ დროსა და ტრაექტორიას ადგენს.14. ეს კი უზარმაზარი, კომფორტული ბინ ბეგია, რომლის ქონაზეც, ალბათ, არავინ იტყოდა უარს.15. სპეციალური თარო სუნელებისთვის და სანელებლებისთვის16. დაგვეთანხმებით, ეს სარკეები სხვა სამყაროში გასასვლელ პორტალს ჰგავს.17. ეს პაწაწინა ჰამაკი ფეხების დასასვენებლად გამოიგონეს.ალბათ, ყველა სიამოვნებით გამოიყენებდა მას.18. ასეთ მაგიდის სანათზე რას იტყოდით, რომელიც ოთახს ტყეს ამსგავსებს?19. კბილის ჯაგრისების ორიგინალური დამჭერი20. სანათი, რომელსაც მანათობელი ბურთულები ეხსნება21. ეს კი ჩამოსაკიდებელი ზვიგენის ფორმის ფუმფულა სკამია.22. ამ მაცივარს კარზე წყლის სათავსო აქვს დამაგრებული, რომელიც თავისით ივსება ხოლმე.23. ეს რობოტი-ქოთანი მზის სინათლეს მიჰყვება და თუ არ მორწყავთ, ბრაზობს.24. მცენარეების მოვლისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე "მაგარი" ხელსაწყო25. და ბოლოს - საიდუმლო კარადაასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ დავზოგოთ ადგილი პატარა ბინაში - 17 გენიალური იდეა 2. 13 იდეა პატარა სააბაზანოების მოსაწყობად 3. როგორ მოვაწყოთ საძინებელი ოთახი ფენ შუის მიხედვით 3805 2-ს მოსწონს
|