x
image
_K_
14 ცნობილი ისტორიული ფოტო, რომელიც სინამდვილეში ყალბია

image

Adobe Photoshop 1990 წელს გამოუშვეს და მას შემდეგ სულ უფრო და უფრო რთულია, გამოვიცნოთ, ესა თუ ის ფოტო ნამდვილია თუ ყალბია. ბევრი ავტომატურად ფიქრობს, რომ 1990 წლამდე გადაღებული ყველა ფოტო აუცილებლად რეალურია, თუმცა, ეს არასწორია.


სტატიაში წარმოგიდგენთ რაამდენიმე ისტორიულ ფოტოს, რომელმაც მთელი მსოფლიო გაასულელა!








"ტყის ფერიები"

image


ბიძაშვილების - ფრენცის გრიფიტისა და ელსი ვრაითის მიერ შექმნილმა ამ ფოტომ "შერლოკ ჰოლმსის" ავტორი ართურ კონან დოილი ფერიების არსებობაში დაარწმუნა. ფოტო 1917 წელს გადაიღეს. დოილი სპირიტუალისტიც იყო და როცა მეგობარმა მას ეს სურათი აჩვენა, იმდენად დაინტერესდა, რომ თავის მეგობარს, კოდაკელ სპეციალისტსაც კი დაურეკა და სთხოვა, გაერკვია, ფოტო ნამდვილი იყო თუ ყალბი.


სიმართლე მხოლოდ 1983 წელს გამოირკვა, გოგონებმა საიდუმლო თავად გამოააშკარავეს. მათ თქვეს, რომ პოპულარული საბავშვო ჟურნალიდან ამოიღეს მოცეკვავეების ფოტოები, მიამაგრეს ფრთები და შეუერთეს სხვა ფოტოებს. მათ მისტიური, მაგიური სურათების სერია გამოუშვეს, რისიც ართურ კონან დოილს სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა და არასდროს გაუგია სიმართლე.







"მამაცი გენერალი"

image

აშშ-ს გენერალ ულისე გრანტის ეს ფოტო ისტორიული მნიშვნელობის გახდა. მამაცი გენერალი სამოქალაქო ომის პერიოდში თავისი ჯარის წინ გმირული გამომეტყველებით ზის ცხენზე.


დიდი ხნის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სინამდვილეში ეს სურათი 3 სხვადასხვა ფოტოს შეერთებითაა მიღებული: გენერალ ალექსანდერ კუკის ფოტო (ცხენი და ტანი მისია), გენერალ გრანტის სხვა ფოტო (მისგან მხოლოდ თავია აღებული) და უკანა ფონი, რომელზეც პატიმრები არიან გამოსახულნი ბრძოლის დროს. არავინ იცის, როგორ და რა მიზნით შეიქმნა სურათის ეს ვერსია, მაგრამ სამივე ფოტო რეალურია და სამივე მათგანი ცალ-ცალკეა ნაპოვნი.







"აფეთქებიდან გაქცევა"

image

ჩანს, თითქოს ალბერტ აინშტაინი ბირთვული იარაღის დატესტვიდან ველოსიპედით გამორბის. მის სახეზე გადაჭიმული უზარმაზარი ღიმილი ფოტოს უფრო სასაცილოს ხდის, თითქოს ის იყოს აფეთქების მიზეზი. სინამდვილეში ეს ფოტო 2 სურათისგან შედგება: ფოტო, რომელზეც აინშტაინი ველოსიპედს მართავს და ფოტო, რომელზეც ბირთვული აფეთქებაა. რაც არ უნდა იყოს, მათი შეერთებით მიღებული სურათი იმდენად რეალური ჩანს, რომ კინაღამ დავიჯერეთ მისი ნამდვილობა.







"კენედი და მონრო ერთად"

image

ჩანს, თითქოს ჯონ კენედი უკნიდან ეხუტება მერილინ მონროს და ისინი კარგ დროს ატარებენ ერთად, თუმცა, სინამდვილეში ეს ფოტო ყალბია. ის დამუშავებულია ელისონ ჯექსონის მიერ. ფოტოგრაფი ცნობილია მსახიობების გადაღებით, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ ადამიანებს. მის კოლექციაში "ცნობილების" უამრავ პროვოკაციულ ფოტოს აღმოაჩენთ.







"ცათამბჯენის მშენებლები"

image

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოც ყალბია. დიახ, სურათზე მართლაც მუშები არიან, მაგრამ ეს არ არის ცათამბჯენის მშენებლობის დროს დაფიქსირებული დოკუმენტური ფოტო. არქივარიუსებმა ფოტოს გამოკვლევა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მისი გადაღების ზუსტი თარიღი ვერ იპოვეს.


არსებობს ფოტოს გადაღების 2 სავარაუდო თარიღი: 1932 წლის 20 და 29 სექტემბერი. უცნობია, ვინ გადაიღო ის. ფოტოგრაფების სია 3 ადამიანამდე შევიწროვდა. ამიტომაც არიან არქივარიუსები დარწმუნებულები, რომ ფოტო ყალბია. არსებობს სხვა ვერსიაც, რის მიხედვითაც ეს ფოტო Rockefeller Center-ის დაკვეთილი ცათამბჯენის რეკლამად გამოიყენეს.







"კაცი ჰაერში"

image

კოლინ ივენსი სპირიტუალისტი იყო, რომელსაც, როგორც ბევრს სჯეროდა, ჰაერში გაჩერება შეეძლო. კოლინი სპირიტუალისტურ სესიებს ატარებდა, სადაც მას გარს ეხვეოდნენ ფანები სიბნელეში. გარკვეულ მომენტში სინათლე ინთებოდა და ყველა ხედავდა, როგორ იწეოდა ის მაღლა.


დიდი ხნის განმავლობაში ბევრ ადამიანს სჯეროდა ივენსის ძალის, სანამ სკეპტიკოსებმა ყველა ფოტოში ერთნაირი ძაფები არ აღმოაჩინეს, რომლებიც კოლინის მხრებიდან გამოდიოდა. ისინი მიხვდნენ, რომ სპირიტუალისტი განათების ღილაკს აჭერდა და ამ მომენტში ხტებოდა ხოლმე მაღლა.







"საშობაო ზავი"

image

როცა ეს ფოტო ინტერნეტში გამოჩნდა, ყველამ დაიჯერა, რომ აქ ასახული იყო ფეხბურთის თამაში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს შორის. ზოგის აზრით, ეს "საშობაო ზავი" იყო. სინამდვილეში, ფოტოზე გერმანელები არ არიან. ის გადაღებულია საბერძნეთში, სადაც ინგლისელი ჯარისკაცები ბადმინტონს თამაშობდნენ.






"მოულოდნელი დუეტი"

image

ეს სასიამოვნო ფოტოც, სადაც ჯონ ლენონი და ჩე გევარა ერთად უკრავენ, ყალბია. ფოტოზე რეალურად ჯონ ლენონია, მაგრამ ის ჩე გევარასთან ერთად არ უკრავდა, ვიღაცამ, უბრალოდ, მისი თავი მიამაგრა უეინ გაბრიელის ტანს. ასე რომ, სინამდვილეში, ფოტოზე ლენონი და გაბრიელი არიან.

საწყალი ფანები, რამდენს სჯეროდა ამ ფოტოს რეალურობის!







"კენედი და მონრო ერთად, ნაწილი 2"

image

ეს ელისონ ჯექსონის კიდევ ერთი ნამუშევარია. ფოტო ცნობილი გახადა ჭორებმა კენედისა და მონროს რომანის შესახებ. აქ იგივე ხდება, რაც წინა ფოტოზე. ელისონმა, უბრალოდ, კენედისა და მონროს მსგავს მსახიობებს გადაუღო ფოტო და სკანდალური სურათი შექმნა. ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, რომ ფოტოგრაფმა მართლაც გამოიჭირა წყვილი ერთად.







"დეივიდ ბოუი და ლემი Motorhead-დან"

image

ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ ფოტოზე დეივიდ ბოუი და ლემი არიან გამოსახულები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მართალი არაა. სიმართლე მას შემდეგ გამოირკვა, რაც დაიწყეს იმ წყაროს ძებნა, სადაც პირველად გამოჩნდა ფოტო. სურათის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ ნახოთ Getty Images-ზე, სადაც ლემი თავის შეყვარებულთან ერთად დგას.







"სულის ფოტოგრაფი"

image

უილიამ მამლერი ცნობილი გახდა სულების ფოტოების გადაღებით. მის კლიენტებს შორის იყვნენ მერი ტოდ ლინკოლნი, აბრაამ ლინკოლნი, მასტერ ჰეროდი და ჯონ ჯ. გლოვერი. უილიამი მათ ფოტოებს ნათესავების სულებთან ერთად უღებდა, როგორც ყველას სჯეროდა.


"სულის ფოტოგრაფის" პოპულარობა მას შემდეგ დაეცა, რაც Waverley Magazine-ის რედაქტორმა მოსე დოუმ შეუკვეთა პორტრეტი ფოტოგრაფს. როცა პორტრეტი მიიღო, მოსე მიხვდა, რომ სურათზე სული კი არა, მამლერის ასისტენტი იყო გამოსახული. ამის შემდეგ მამლერის რეპუტაცია შეილახა და ის სიღარიბეში გარდაიცვალა.







"პირველადი დახმარება"

image

აქ მთავარი პრობლემა კონტექსტია. თუ ამ ფოტოს ინტერნეტში მოძებნით, წაიკითხავთ, რომ მასზე პირველადი დახმარებაა გამოსახული, მაგრამ ეს არასწორია - ამის შესახებ ჯერ ერთმა დაწერა და შემდეგ ყველამ მიბაძა. სინამდვილეში, ფოტოზე აშშ-ს საზღვაო ფლოტის სანიტარული დახმარების მანქანა ჩანს, რომელსაც მერის კუნძულზე იყენებდნენ.







"ცნობილი პორტრეტი"

image

აშშ-ს პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის ეს ფოტო უამრავ წიგნში დაიბეჭდა და ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორტრეტია. ყველასთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ, სინამდვილეში, ეს ფოტო 2 სურათისგან შედგება: ვიღაცამ, უბრალოდ, აიღო ჯონ კალჰოუნის ტანი და მასზე აბრაამ ლინკოლნის თავი მიამაგრა.







"ახალგაზრდა უილიამ ჰარლი და არტურ დევიდსონი"

image

ზოგი ფიქრობს, რომ ფოტოზე გამოსახული მეგობრები "ჰარლი დევიდსონის" შემქმნელები - უილიამ ჰარლი და არტურ დევიდსონი არიან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს რომ სიმართლე იყოს, ეს სურათი სტატიაში არ მოხვდებოდა. სინამდვილეში, ფოტოზე უბრალო მინესოტელი ბიჭებია არიან, რომლებსაც ველოსიპედზე დაჯდომის შესაძლებლობა მიეცაათ და ფოტო გადაიღეს.







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები სილამაზისთვის აკეთებდნენ

image


2. როგორ შეცვალა ანა კოულმანმა I მსოფლიო ომში დასახიჩრებული მამაკაცების ცხოვრება

image


3. 12 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ

image

2
2310
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2310
  
2019, 13 მარტი, 15:21
მადლობა♥♥♥
2019, 13 მარტი, 0:18
"ცათამბჯენის მშენებლებზე" დადგინდა, (მე როგორც მაქვს გაგონილი) რომ რეალური იყო ფოტო და Charles Clyde Ebbets-მა გადაიღო 1932 წელს. (სტატია კი როგორც ყოველთის საინტერესოა )
0 1 2