x
image
ელენე გუმა
"რომ დამაპატიმრონ, არ გაგიკვირდეთ! ერთი საათის წინ, ანჩისხატში მეგობრის პანაშვიდზე ვიდექი..."
image


ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ დაკავებას აანონსებს.


როგორც ის ფეისბუქში წერს, მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება იმისთვის, რომ 2018 წლის 26 მარტს იაღოველებმა მოგვაკითხეს ოჯახში, დედაჩემს ხელში ბუკლეტები, მიაჩეჩეს, რის გამოც ისინი მივაბრძანე.


მისივე თქმით, ის იმ დღესვე დაიბარეს პოლიციაში და გამოკითხეს.




"რომ დამაპატიმრონ, არ გაგიკვირდეთ!

დაახლოებით ერთი საათის წინ, ანჩისხატში მეგობრის პანაშვიდზე ვიდექი, სანზონის პოლიციიდან იეღოველების საქმეზე, რომ დამირეკა გამომძიებელმა - პოზიცია ხომ არ შეგიცვლიათო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამავე საკითხზე ეს მეორე ზარი იყო პოლიციიდან. ამჯერად გამომძიებელს აინტერესებდა, ხომ არ გადავიფიქრე ჩვენების სასამართლოს ნაცვლად პოლიციისთვის მიცემა. მშვიდად მივუგე, პოლიციას ერთხელ უკვე მივეცი ჩვენება, მომხდართან დაკავშირებით და სათქმელი აღარაფერი მაქვს, ახლა სასამართლოში მივალ-მეთქი. კეთილი, სასამართლოშიც მე უნდა წაგიყვანოთო.

დაახლოებით ათ წუთში ისევ შემეხმიანა გამომძიებელი - დედათქვენიც უნდა გამოვკითხოთო. მას აინტერესებდა, დედაც სასამართლოში მივა, თუ პოლიციას მისცემს ჩვენებას. ამის გაგონებაზე ხმას ავუწიე, დედაჩემი კანონმორჩილი ადამიანია, მაგრამ ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 80 წლის ქალს ნერვიულობის ნიადაგზე არაფერი დაემართება?! მამუკა ნოზაძესთან შევათანხმებთ დეტალებს და საღამოს მე და დედა ერთად დაგირეკავთ-მეთქი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრება - "რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის" მუხლით არის გამოძიება დაწყებული, სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის 1 ნაწილით. და ეს იმისთვის, რომ 2018 წლის 26 მარტს იაღოველებმა მოგვაკითხეს ოჯახში, დედაჩემს ხელში ბუკლეტები, მიაჩეჩეს, რის გამოც ისინი მივაბრძანე. გიჩივლებთო, - დამემუქრნენ და მიჩივლეთ-მეთქი, - მივუგე. იმავე დღე პოლიციაში გამომკითხეს. მოგვიანებით საქმე დაიხურა, მაგრამ ხელახლა დაიწყეს გამოძიება და ხელმეორედ დამიბარეს, რაზეც უარი განვაცხადე - ერთხელ უკვე გითხარით სათქმელი და ჩვენებას სასამართლოს მივცემ-მეთქი.

ახლა საქმეს სასამართლოს გადასცემენ და იქ დამკითხავენ. ეს რომელ რიცხვში მოხდება, თარიღი წინასწარ არ ვიცი.

26 მარტის ამბები უფრო დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, ამ ლინკს დააკლიკეთ და გაეცანით - იმდღევანდელი პოსტია https://www.facebook.com/photo.php?fbid=2516974468527745&set=a.1398332083725328.1073741828.100006456489634&type=3&theater"- წერს ნინო მიქიაშვილი.

0
259
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0