ქალი და მამაკაცი "მითხარით გეთაყვა,რად გინდათ ჩემი ქმარი?" 2019, 7 მაისი, 14:15 საბჭოთა პერიოდის რეალური ისტორია მეცნიერებათა აკადემიის სანატორიუმი გავსებულია რიგითი ან უმცროს მეცნიერ-თანამშრომლებით - პროცედურები, სეირნობა, ჭორები, მოკლედ, ჩვეულებრივ მომაკვდავთა ყოვედღიური ერთფეროვანი მოწყენილობა და აი, გავრცელდა ხმები - სანატორიუმს უნდა ესტუმროს აკადემიკოსი. დანიშნულ დღეს ცნობისმოყვარენი ეზოში გამოიშალნენ და დაინახეს, როგორ გადმოვიდა მანქანიდან შეჭაღარავებული, ძალზე სიმპათიური მამაკაცი, რომელსაც საკმაოდ მოტეხილი, არაფრით გამორჩეული ხანში შესული ცოლი ახლდა. მოკლედ, ცოლი სულ ქმრის გარშემო ტრიალებდა, ზრუნავდა მასზე, დაჰყავდა პროცედურებზე და ა.შ. ერთხელაც სასადილოში აკადემიკოსი ერთ სიმპათიურ ქალთან ერთად მოხვდა. ქალი რამდენიმე დღე მზაკვრულად აფასებდა სიტუაციას და მერე შეტევაზე გადავიდა - ხუმრობა საქმეა?! სიმპათიური აკადემიკოსი, რომელსაც ბებრუხანა ცოლი ჰყავს. ქალი ეკეკლუცებოდა მამაკაცს და ნელ-ნელა რომანიც გააბა. მალე ერთად სეირნობაც კი დაიწყეს. ცოლი უკვე მიხვდა, რომ შესაძლოა ქმარი წაართვან და ერთხელაც, როდესაც მისი მეუღლე და ის ქალი ეზოში მერხზე ისხდნენ, მიაჭრა და ქალს ჰკითხა: " მითხარით გეთაყვა, რად გინდათ ჩემი ქმარი? ხომ იცით, რომ ის ძალიან ავადაა, მას მუდმივად მოვლა სჭირდება, მკაცრი დიეტა, ყველა ქალი ამას ვერ გაუძლებს". პასუხად ქალმა მიაყარა ფრაზები სიყვარულზე, თავისუფლებაზე, ბედზე და ბოლოს დასძინა:"გაუგებარია, აკადემიკოსის ხელფასით შესაძლებელია, მისთვის შესანიშნავი ფასიანი მომვლელი დავიქირავო და არაა აუცილებელი ზრუნვით დატანჯულ ისეთ არსებად გადაიქცე, როგორიც თქვენ ხართ." ხანში შესული ქალბატონი რამდენიმე წამი უყურებდა უტიფარ, თავხედ ქალს და შემდეგ წყნარად უთხრა:"იცით, აკადემიკოსი მე ვარ".. 328 5-ს მოსწონს
|