საზოგადოება "ფრთხილად! ვხედავ, იცვლება ყველა მინისტრი!“ - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება 2019, 6 მაისი, 18:52 წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში თავის წინასწარმეტყველებაზე წერს, რომელიც 1995 წელს გამოაქვეყნა. "ლელა კაკულია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად საქართველოს და ძველი და ახალი წინასწარმეტყველებებით ეხმიანება თავის ხალხს. უპირველესად გთავაზობთ დღევანდელ მცირე ჩანაწერს:
2019 წელი, 29 აპრილი.
„1995 წელს ვიწინასწარმეტყველე კავკასიონზე ამხედრებული მეომრების გამოჩენა. ანუ მაშინ შევუხსენი კარი ძალას, რომელიც საქართველოში უნდა გამოჩენილიყო ქვეყნის სასიკეთოდ.
და ახლა ამ ძალას ბოლომდე ვუღებ კარს.
ეს არის ძალა, რომელიც ამოხეთქავს და მთელ კავკასიას გადაუვლის;
ეს არის ძალა, რომელსაც მახვილი უპყრია ხელთ იმ პოზიციის დასაკავებლად კავკასიის ქვეყნებს შორის, რომელიც ნაწინასწარმეტყველები მაქვს. ფაქტობრივად, ეს არის ჯარი და ეს არის ნატოს ჯარი!
ამიტომ ყველა ქმედება აზერბაიჯანისა, მისი პოლიტიკა აბსოლუტურად განულებულია.
ვხედავ, ხალხიც აღსდგება და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. არავის არაფერი აღარ ეპატიება!
ვხედავ დიდ ცვლილებებს ქართულ ჯარში და ქართულ პოლიტიკაში. და ეს სასიკეთო ცვლილებებია.
ვხედავ, პრეზიდენტი დინების საწინააღმდეგოდ დაიწყებს ცურვას და თანაც ისე, რომ წინა პრეზიდენტი გაუხდებათ სანატრელი. სალომე ზურაბიშვილი თავის პრინციპებს არ უღალატებს. ვინც რა უნდა თქვას, ის ბრწყინვალე დიპლომატია და ფრთხილად!
ვხედავ, იცვლება ყველა მინისტრი!“
და აქვე შეგახსენებთ 24 წლის წინანდელ წინასწარმეტყველებას, რომელიც ზემოთ ახსენა ქალბატონმა ლელამ.
1995 წელი, 9 მარტი, დღის 2 საათი.
ვხედავ ამხედრებულ მეომრებს კავკასიონის გაყოლებაზე. ეს განსაკუთრებით სვანეთის აფხაზეთია. რკინის აბჯრები აცვიათ, ფარები აქვთ აფარებული და ხმლებს ურტყამენ. ეს წინასაომარი სიმღერაა. ეს უკვე არ არის ხუმრობა, ვხედავ.
თითქოს გაიღვიძა სულმა მეფე გიორგისა, მეფე თამარისა, მეფე ვახტანგ გორგასალისა. ეს უკვე კოსმიური ბრძოლებია, უკვე დადებითი ენერგიები იკვრება საქართველოს თავზე.
საზღვრები უნდა შეიკრას!
საქართველო უნდა ჩაიკეტოს!
იმიტომ, რომ ძალიან მალე მსოფლიოს დიდი ნაწილი მოხვდება ცეცხლოვან ბურთში.
მუსლიმთა დაპირისპირება!!! გაიგეთ! გაიგეთ! გაიგეთ! მაგრამ ყველანი დაყრუვდით, ყველანი დაბრმავდით, ესე იგი, რაც გაწერიათ, ვერ გაექცევით, იმიტომ, რომ ყურს არ მიგდებთ დღეს.
* * *
სხვა ძალები მოდიან „გიორგი ბრწყინვალე“. იწყება ახალი პერიოდი.
რუსები ისევ საქართველოს წინააღმდეგ მოიმართებიან – ისევ ბინძური გეგმები აქვთ, მაგრამ დიდი კატასტროფა ელით, ვხედავ.
ის გეგმები, რაც პრეზიდენტს აქვს დაწყობილი, არ გამართლდება. ეს დიდი კრახია საქართველოსთვის, მაგრამ ნურას უკაცრავად! ოთხი წელია, ვყვირი: ომით გავალთ, ომით! და ასეც მოხდება.
ჩემს ხედვებს და წინასწარმეტყველებებს არ აფასებენ ჩემს სამშობლოში, ერთმაც კი არ ამოიღო ხმა ამ ფენომენზე, პირიქით, რაღაც სისულელეებს მპასუხობენ. პოლიტიკოსები თითქოს არ მეთანხმებიან და როცა სრულდება წინასწარმეტყველება, ვითომც აქ არაფერიო.
ვიღაც შავ ძალებს აძლევენ გზებს, უსმენენ ვიღაცის ცრუ ნათქვამებს სიამოვნებით, ჭეშმარიტებაზე კი თვალებს ხუჭავენ. მოვა დრო, როცა ჰაერივით დასჭირდებათ ჩემი წინასწარმეტყველება და აი მაშინ ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი. გენიოსები ხომ არიან და თვითონ გადაწყვიტონ პრობლემები.
საქართველოს, ამერიკისა და გერმანიის ურთიერთობები რუსეთს არ გამორჩება და დიდად განაწყენდებიან. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს საქართველოსთვის. რუსებს ყოველთვის მზაკვრული გეგმები ჰქონდათ საქართველოს მიმართ, გინდ კარგად იყავი მათთან და გინდ ცუდად.
კავკასიონი კი ვხედავ, იწვის, იწვის ჩეჩენ-ინგუშეთი, ოსეთი, დაღესტანი და კიდევ სხვები. რუსები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვერ მოზომავენ. თითქოს ვითომ ომს აქრობენ კავკასიონზე, ღმერთი კი პირიქით აუსრულებს.
ერთი პერიოდი რუსეთი დიდ შეცდომებს დაუშვებს აფხაზეთის საკითხებში – გამოუწორებელ შეცდომებს. ზუსტად აქ წააგებენ. მოკლედ, ისე აირევიან, რომ მამა შვილს ვერ იცნობს.
კავკასიონიდან კი, ვხედავ, ეშვებიან რკინის აბჯარასხმული ქართველი მეომრები საბრძოლო სიმღერით:
„თამარის დროშა ფრიალებს კავკასიონის წვერზედა,
ქართველთ ლაშქარი შეიკრა სამშობლოს დაძახილზედა.
მივდივართ, მიგვიჩქარია, რით ხართ კარგები ჩვენზედა?!
გუგუნებს კავკასიონი. არ შეგეშინდეთ, არადა!
ლაშარის ჯვარი მოგვყვება, ჯვრის მონასტერის ნათება,
სვეტიცხოველი ფარია, მახვილი – თვითონ განგება!" 2674 2-ს მოსწონს
|