სისხლის სამართალი ჯგუფ Deep Purple-ს, ბუღალტერმა 3 მილიონი დოლარი მოპარა 2019, 5 მაისი, 11:56 ჯგუფ Deep Purple ბუღალტერს დიპაკ შანკერ რაოს 6 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც დაუმტკიცდა თითქმის 3 მილიონი დოლარის მითვისება ჯგუფის ჰონორარიდან, შანკერ რაომ დანაშაული აღიარა. ჯგუფმა ორი წლის წინ შეიტანა სარჩელი ყოფილი ბუღალტრის წინააღმდეგ, როგორც SurreyLive იუწყება, 71 წლის ბუღალტერმა მოიპარა 2, 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი(დაახლოებით 2, 87 მილიონი$)რა დროსაც Deep Purple Overseas Ltd-ანგარიშიდან ფულს რიცხავდა HEC Enterprises Ltd-ზე, რომლის ჯერ მდივანი იყო 1992 წლიდან, ხოლო 2003 წლიდან დირექტორი. რაომ აღიარა დანაშაული, როგორც თაღლითობაში, აგრეთვე სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში . ანგარიშებიდან ჰონორარის გადახდების ნაცვლად, რიო ფულის პროცენტებს იტოვებდა.მალავდა ფინანსურ ანგარიშგებას და ამასთანავე ზღუდავდა კომპანიის საბანკო ანგარიშების ხელმისაწვდომობას. დიპარ შანკარ რაოს თაღლითური სქემა გაიხსნა მას შემდეგ, როდესაც 2016 წელს, ჯგუფის ექს-გიტარისტმა რიჩი ბლეკმორმა გადაუხდელი ჰონორარი 750 000 ფუნტი სტერლინგი მოითხოვა.ამის შემდეგ ბუღალტერმა მიმალვა სცადა. კომპანია Deep Purple Overseas Ltd და HEC Enterprises Ltd-დაარსდა 70-იან წლებში, რომელიც იცავს როგორც Deep Purple-ს, ასევე მისი ყოფილი წევრების საავტორო უფლებებს. ჯგუფი Deep Purple შეიქმნა 1968 წლის თებერვალში ქალაქ ჰარტფორდში(ინგლისი), იგი ითვლება ჰარდ-როკის და ჰევი მეტალის ერთ-ერთ პიონერად, ჯგუფმა განსაკუთრებით დიდ პოპულარობას 70-იანი წლების პირველ ნახევარში მიაღწია, როდესაც ზედიზედ ჩაწერა ალბომები, რომლებმაც ოქროს და პლატინის სტატუსი მიიღო. 44 3-ს მოსწონს
|