x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ოდრი ჰეპბერნი 90 წლის გახდებოდა-10 საინტერესო ფაქტი,რომელიც ყველაზე დიდ ფანებსაც კი გააოცებს
image

4 მაისს 90 წლის გახდებოდა საკულტო მსახიობი ოდრი ჰეპბერნი, გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან, რომელიც მათ ფანებსაც კი გააოცებს.


1)მან დაარღვია სტანდარტები-როგორც მწერალი და ბიოგრაფი პამელა კეოგი აღნიშნავს, მან დაარღვია მაშინდელი სტანდარტები, ის არ იყო 1950’-ანი წლების va-va-voom სტილი, როგორც მერლინ მონრო და სხვა ვარსკვლავები იყვნენ, მან შექმნა "ოდრის სტილი", "ბალეტკებით" მოკლე თმით და შავი სამოსით, რომელსაც მხოლოდ დაკრძალვებზე იცვამდნენ.

image


2)უყვარდა ჭამა-მიუხედავად იმისა, რომ იგი თხელი და ტანწერწეტა იყო, ძალიან უყვარდა ჭამა, განსაკუთრებით უყვარდა მაკარონი სოუსით, მოგზაურობის დროს მუდამ დაჰქონდა ჩემოდნით მშრალკი პაგეტი, რომ როგორც კი ადგილზე ჩავიდოდა მაშინვე მოემზადებინა.ასევე, როგორც მისი შვილი ლუკა დოტი იხსენებს, ოდრის შვეიცარიაში ჰქონდა ბოსტანი, რომელსაც თავის ხელით უვლიდა.

image

3) ვარსკვლავობა არ იყო მისი მიზანი-"მისი მიზანი არ იყო გამხდარიყო ცნობილი ვარსკვლავი, უპირველეს ყოვლისა პირადი ცხოვრება და ოჯახი, ორი შვილის მოსიყვარულეს დედა-ეს იყო მისი ნამდვილი ბედნიერება"-აღნიშნავს პამელა კეოგი.

image


4)ითამაშა მხოლოდ 16 ფილმში(ნაგულისხმებია ძირითადი როლები)-მან სწორედ იმ დროს მიატოვა კინოკარიერა, როდესაც დიდების მწვერვალზე იყო, რას აპირებდა იგი მომავალში?დასახლდა შვეიცარიაში რობერტ უოლდერსთან ერთად, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსი იყო და მთელი დანარჩენი ცხოვრება UNICEF-ს(გაეროს ბავშვთა ფონდი)დაუთმო.

image


5)არ იყო ნაირნაირი ტანსაცმლის მოყვარული-როგორც რობერტ უოლდერსი იხსენებს, მისი გარდერობი არ იყო გადატენილი ნაირ-ნაირი კაბებით, როგორც ეს სხვა ვარსკვლავებს ახასიათებთ, ქალაქში გასვლის დროს დაინტერესებული იყო მხოლოდ ბოსტნეულის შეძენით, სახლში ეცვა ჯინსები და Polo-ს მაისური.

image


6)ოდრიმ ნამდვილი სიყვარული 49 წლის ასაკში იპოვა-ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოდრიმ რობერტ უოლდერსი რეჟისორ ბილი უალდერის სახლში გაიცნო ბევერლი-ჰილზზე, მთელი საღამო ჰოლანდიურ ენაზე საუბრობდნენ, რადგან უოლდერსი იქვე ახლოს ცხოვრობდა, სადაც ოდრი დაიბადა.მათ ორივემ ერთად გაიხსენეს ომის ამბები, რისი გადატანაც მოუხდათ.

image


7)მესამედ აღარ ისურვა გათხოვება-როდესაც ოდრის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა მესამედ გათხოვებას მან უპასუხა:"რატომ გავაფუჭო ყველაფერი?"რობი მას აქტიურად უჭერდა მხარს გაეროს ბავშვთა ფონდში მუშაობის დროს, მასთან ერთად მოგზაურობდა ქვეყნებიდან ქვეყნებში მისიების დროს.

image

8)ის იყო იმაზე ლამაზი ვიდრე წარმოგიდგენიათ-როგორც პამელა კეოგი აღნიშნავს, როდესაც საკუთარ წიგნისთვის "ოდრის სტილი" ინტერვიუებს იღებდა ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის იყვნენ გრეგორი პეკი, ნენსი რეიგანი, ჰიუბერტ დე ჟივანში, როდი მაკდაუელი და სხვები, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ სი ისინი ვინც მას მარტო ფილებიდან იცნობდა სულ სხვა იყო, იგი რეალურ ცხოვრებაში მილიონჯერ უკეთესი იყო, ის იყო იდეალური პრინცესა, გრძელი სიგარეტით ხელში, სექსუალური და თანაც მხიარული, უყვარდა სასაცილო ამბების მოყოლა.

image


9) არ ეშინოდა სიბერის-"ის არასდროს ცხოვრობდა წარსულით, ყოველთვის მომავლისკენ იყურებოდა და არც არასდროს უცდია შეენარჩუნებინა ახალგაზრდობა, არასდროს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის ან ბოტოქსისთვის, მან იცოდა რა ტრაგედიებიც ხდებოდა მსოფლიოში და ცდილობდა მათ გამოსწორებას"-აღნიშნავს პამელა კეოგი.

image


10)"როგორ ვაჯამებ ჩემს ცხოვრებას?ვფიქრობ ძალიან გამიმართლა"აღნიშნა სოცოცხლის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში ოდრი ჰეპბერნმა, 1992 წლის სექტემბერში მან უკანასკნელი ვიზიტი განახორციელა UNICEF-ის ეგიდით სომალიში და კენიაში, 1 ნოემბერს სწორ ნაწლავზე გაჩენილი სიმსივნე ამოაჭრეს, უკანასკნელი შობას შვილებთან და რობ ულოდერსთან ერთად შეხვდა, ოდრი ჰეპბერნი 20 იანვარს, 64 წლის ასაკში ოჯახურ გარემოცვაში გარდაიცვალა.

image

0
370
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0