ფოტოგრაფია ბრიტანელი სამხედროები კაბებსა და კოლგოტებში: სკანდალური ფოტოები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს აკრძალული იყო 2019, 3 მაისი, 17:21 ეს უნიკალური ფოტოები მეორე მსოფლიო ომის დროს გრიფით საიდუმლოს წარმოადგენდა. ცუდს ნურაფერს იფიქრებთ, მათზე აღბეჭდილი ქალბატონების სამოსში გამოწყობილი ბრიტანელი სამხედროები, სტრესის მოსახსნელად, დაძაბული დღის ბოლოს, წარმოდგენისთვის სწორედ ასე ემზადებოდნენ. იმ პერიოდში შეიარაღებულ ძალებში მსგავსი სახის პანტომიმა, მთავარ როლში "ქალბატონების" მონაწილეობით საკმაოდ პოპულარულ სანახაობას წარმოადგენდა, რომელიც სამხედროებს ერთგვარი რელაქსისთვის სჭირდებოდათ, მთავრობის მიერ ამ ფოტოების გავრცელება კი მხოლოდ იმიტომ იკრძალებოდა, რომ სამხედრო მოსამსახურის იმიჯზე მათ უცნაურ გატაცებას უარყოფითად არ ემოქმედა. როგორც ცნობილია ფოტოები, სადაც ბრიტანელი ჯარისკაცები რეპეტიციებისას, საზენიტო ქვემეხებთან კაბებსა და კოლგოტებში პოზირებენ, ცნობილ სამხედრო ფოტოგრაფს - ჯონ ტოჰემის ფოტოობიექტივს ეკუთვნის.178 შეფასება არ არის |