საზოგადოება "გთხოვთ ნუ დამძრახავთ თუ სათანადოდ ვერ ვიბრძოლე , მაგრამ..."- მევლუდ მელაძე 2019, 2 მაისი, 21:50 საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც მელაძე წერს, ნურავინ დაძრახავს თუ ვერ იბრძოლებს, რადგან მსოფლიოში უძლიერესებთან საომრად მიდის. "ერთია შვილებს აუხსნა როგორ უნდა იყვნენ ძლიერები, მაგრამ ურთულესი ყოფილა როცა ყველაზე რთულ დროს მტკიცე ხასიათის ჩვენება თავად გიწევს. გთხოვთ ნუ დამძრახავთ თუ სათანადოდ ვერ ვიბრძოლე, მაგრამ მსოფლიოში უძლიერესებთან საომრად მივდივარ და თქვენი გვერდში დგომა ისე მჭირდება როგორც არასოდეს " - წერს მევლუდ მელაძე. ცნობისთვის, 15 აპრილს, თბილისის შემოგარენში მომხდარ საზარელ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა და დაშავდა 3 ახალგაზრდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 16 წლის ახალგაზრდა სწორედ მევლუდ მელაძის შვილი იყო. ცოტა ხნის წიმ მელაძის მიერ გამოქვეყნებულმა ემოციურმა პოსტმა შვილზე, სრულიას საქართველო აატირა. მელაძე საკუთარ განცდებზე წერდა და მშობლებს მოუწოდებდა, გადაემალათ ავტომობილების გასაღები ყველა თინეიჯერისთვის. 221 1-ს მოსწონს
|