საზოგადოება ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ 2019, 2 მაისი, 12:19 თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ. თუ არ გსურთ, ანუ თქვენ კარგად ხართ. გადაწყვეტილების არმიღებაც - გადაწყვეტილების მიღებაა. არშეცვლაც არჩევანია. აღშფოთება და წუწუნი არ ღირს, უბრალოდ აღიარეთ: თქვენ ხართ იქ, სადაც გსურთ რომ იყოთ, წერს ლილია აჰრემჩიკი.
ჩვეულებრივ, როცა ადამიანი სამუშაოს ცუდად ასრულებს, ის აღშფოთებას გამოხატავს: თქვენ იცით, რამდენს მიხდიან? ვიცი, მესმის, რა უნდა ქნა. მგონი ყველაფერი მარტივადაა: არ მოგწონს - არ იმუშაო და ასე ყველაფერში თუ ადამიანთან ცუდად ცხოვრობთ - მასთან არ იცხოვრო. საქმიანი პარტნიორები ცუდად გექცევიან - შეცვალეთ. კოსტიუმი ცუდად გაზით - მიეცით მას, ვისაც იდეალურად მოერგება. ცუდად გძინავთ - სულიერ მდგომარეობაზე იზრუნეთ. თავს ცუდად გრძნობთ - იმკურნალეთ. ქვეყანაში ცუდად ცხოვრობთ - გაემგზავრეთ. გააკეთე და არ იწუწუნო. თუ არაფერს არ აკეთებთ და არაფერს ცვლით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ. საკუთარ თავთან გულწრფელი იყავით - თქვენ კარგად ხართ. კარგია ტირილი კარგია წუწუნი კარგია ტანჯვა კარგია თავის მსხვერპლად წარმოჩენა კარგია, როცა თანაგიგრძნობენ კარგია, როცა შენს მაგივრად გადაწყვეტილებებს ღებულობენ და გეხმარებიან კარგია, საკუთარ ცხოვრებაში არაფერი გააკეთო. მშვიდად, პროგნოზირებულად, ეს თქვენი კომფორტის ზონაა. ძღნერში ყოფნა თქვენი კომფორტის ზონაა. ამ ყველაფერს აზრი აქვს. ყველაზე დიდი აზრი ცხოვრებაში. თუ თქვენ მსხვერპლი არ ხართ, მაშინ ვინ? თუ არ იწუწუნებთ, რა უნდა გააკეთოთ? მაშინ ხომ ყველაფრის გაკეთება მოგიწევთ. თუ მოიშორებთ ფიქრს „მე წარმოუდგენლად მიჭირს, მაგრამ ამ ჯვარს ვატარებ“, რა დარჩება? სად წახვალთ ჯვრის გარეშე? საერთოდ როგორ იცხოვრებ? გადაწყვეტილების არმიღებაც - გადაწყვეტილების მიღებაა. არშეცვლაც არჩევანია. თუ ასეთ არჩევანს აკეთებ, იყავი მის გვერდით, აღიარეთ, ბონუსები მიიღეთ და ისიამოვნეთ, მაგრამ სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ. სხვა ვალდებული არაა თქვენი თამაშით ითამაშოს. აღიარეთ: თქვენ ხართ იქ, სადაც გსურთ რომ იყოთ. ეს სიმართლეა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს 2. სოფლის მღვდელმა მასწავლა სამი რამის გაკეთება, სანამ სახლიდან გავალ 3. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ 4. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ 5. რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
679 1-ს მოსწონს
|