x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ფროიდის 40 აღმოჩენა, რომელმაც თავდაყირა დააყენა სექსსა და სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები
image


"რა პროგრესი გვაქვს: ადრე მე დამწვავდნენ,

ახლა კი ჩემი წიგნების დაწვითაც კმაყოფილები იქნებიან" - ზიგმუნდ ფროიდი


1. ყველა გოგონას შურს პენისი და ქვეცნობიერში მისი ქონა სურს.

2. ბავშვები სექსუალურები არიან.

3. როცა ჩვილი ძუძუს წოვს, ის სექსუალურ სიამოვნებას იღებს ამ პროცესით.


4. ამ სტადიას პიროვნული განვითარების ორალური ფაზა ჰქვია და დაბადებიდან წელიწადნახევრის ასაკამდე გრძელდება.

5. ამ ეტაპზე აღქმის ორგანო პირია, ბავშვს ყველაფერი პირში მიაქვს, პირი არის ეროგენული ზონაც და იგი იწვევს ლიბიდოზური გრძნობების დაკმაყოფილებას.


image


6. ფროიდამდე არავინ იცოდა, რა იყო ლიბიდო.

7. ლიბიდო ფსიქოანალიზის უმთავრესი ცნებაა და სქესურ ინსტიქტს წარმოადგენს. ეს არის არაცნობიერი სექსუალური ჟინი, მისწრაფება.

8. ფროიდამდე არავინ იცოდა რა იყო ფსიქოანალიზი (ახლაც ბევრმა არ იცის).

9. ბავშვები, რომლებიც არ წოვენ დედის ძუძუს, ან საწოვარას საკმარისი რაოდენობით, შემდეგში წოვის ანაზღაურებას შეეცდებიან არაზომიერი ჭამით, ფრჩხილების კვნეტით, ორალური სექსით და სიგარეტით (თავად ფროიდი 20 სიგარას ეწეოდა დღეში და პირის ღრუს სიმსივნით გარდაიცვალა).


image


10. ფიზიოლოგიური კვებისას სექსუალურ სიამოვნებას იღებს დედაც. ძუძუს წოვა სასიამოვნოა.

11. ორალური ფაზის შემდეგ იწყება ანალური ფაზა.

12. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ანგელოზი ღამის ქოთანზე დაჯდომისას სექსუალურ სიამოვნებას იღებს.

13. ანალური ფაზა გრძელდება 1.5-3 წლამდე.

14. ამ პერიოდში ბავშვი სწავლობს საკუთარი მოთხოვნების გაკონტროლებას. თუკი ამ დროს დედა ხშირად უწყრება იმის გამო, რომ ჩაიფსა ან კიდევ უარესი... შეიძლება ბავშვი ამ ფაზაში ჩარჩეს.

15. ანალური ფაზის დროს ლიბიდოს ენერგია კონცენტრირებულია ანუსში.


image


16. რამდენად წარმატებული იქნება ადამიანი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოწესრიგებული აქვს ტუალეტი. ამ ფაზაში ყალიბდება ხასიათის ზოგიერთი შტრიხი. შეგხვედრიათ საშინლად ჯიუტი ადამიანი? პედანტი, მეწვრილმანე, ნარცისი?… ერთი საიდუმლო მის შესახებ: სამ წლამდე სიამოვნებას იღებდა შეკავებით (anally retentive), რადგან მშობლები მას მკაცრად ექცეოდნენ და ეს ერთგვარი ამბოხი იყო. ახლა იგი ვერ იტანს არეულობას…. და ტერმინატორს იცნობთ? ბუნტისთავი, არაორგანიზებული, იმპულსური, ბობოქარი და კანონდამრღვევი? იგი სიამოვნებას იღებდა გაშვებით (Anal expulsive), რადგან მის მშობლებს ზედმეტად ლიბერალური დამოკიდებულებები ჰქონდათ მის ტუალეტთან, ჰოდა თავადაც იქ უშვებდნენ, სადაც გაეხარდებოდათ.

17. ანალურ ფაზაში ყალიბდება ეგო.

18. ეგო (ლათ. მე) - სამიდან ერთ-ერთია ფროიდის მიერ ადამიანის ფსიქიკის დაყოფის სტრუქტურაში. ეგო ეს არის ცნობიერების პირველი საფეხური. ყველაზე მდაბალია იდი (ქვეცნობიერი) და ყველაზე მაღალი - სუპერ-ეგო, ცნობიერების მეორე საფეხური.

19. ანალური ფაზის შემდეგ იწყება ფალიკური პერიოდი (სიტყვისგან ფალოსი და არა ვაგინა… აქაც ფსიქოანალიტიკური მამაკაცური შოვინიზმი).

20. ფალიკური ფაზა 3-6 წლამდე გრძელდება.


image


21. ამ დროს ბავშვი იწყებს მასტურბაციას.

22. იგი იწყებს საკუთარი სხეულის გაცნობიერებას.

23. იგი იწყებს სქესთან თვითიდენტიფიკაციას. ეს ძალიან, ძალიან სერიოზული პერიოდია. ბიჭები ხვდებიან, რომ ბიჭები არიან და გოგონები ხვდებიან, რომ გოგონები არიან. ამ დროს ყალიბდება სუპერ ეგო - სტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ადამიანები ახერხებენ აკონტროლონ საკუთარი ქცევები, მათ შორის სექსუალური ქცევები.

24. სქესის გაცნობიერების შემდეგ ბავშვები მშობლებს უკვე სხვანაირი თვალით შეხედავენ ხოლმე და ერთი მხრივ, იწყებენ დედიდან და მამიდან გამომდინარე საკუთარი თავის კაცებთან ან ქალებთან ასოცირებას…


image


25. მეორე მხრივ კი, სექსუალურ ლტოლვას განიცდიან საწინააღმდეგო სქესის მშობლის მიმართ.

26. ბიჭები მამას აღიქვამენ მეტოქედ, რომელიც დედის სიყვარულში ეცილებათ - ოიდიპოსის კომპლექსი. მამასთან კონკურენცია იმდენად დიდია, რომ შეძლება სიძულვილამდე ან ღია დაპირისპირებამდე მივიდეს (დედა, რომ გავიზრდები, ცოლად მოგიყვან!)


27. თუკი ამ ყველაფრის გამოვლინებების ჩაქრობას ხისტად შეეცდებიან, ბიჭუნას ერყევა მამაკაცური თავდაჯერება და უჩნდება კასტრაციის შიში. "გმირი ის არის, ვინც აღუდგება მამის ხატს და ძალაუფლებას წინ და გაიმარჯვებს!"


image


28. გოგონებს ელექტრას კომპლექსი აქვთ. სექსუალური ლტოლვა მამის მიმართ. უკიდურესი სტადია დედის სიძულვილია. მათ დედის ადგილის დაკავება სურთ, მამის მთელი ყურადღების მიპყრობა (მამა, ცოლად მომიყვან, რომ გავიზრდები?)

29. ეს კომპლექსები მძიმე ფორმებს განსაკუთრებით მაშინ იღებს, როცა ბავშვი საპირისპირო მშობელს ნაკლებად ჰგავს.

30. 6 წლიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს საწინააღმდეგო სქესის მშობლის მიმართ სექსუალური ლტოლვის კონტროლს, თუმცა შემდგომ ზრდასრულ ასაკშიც მშობლების ტიპაჟს დაეძებენ საწინააღმდეგო სქესში. ფალიკური ფაზის დასასრულს აგრესია ქრება და პირიქით, ბავშვები თავისივე სქესის მშობელთან მსგავსებას ეძებენ, ჰბაძავენ მას და აძლიერებენ კავშირს.


image


31. 6-12 წლამდე ლატენტური ფაზა იწყება. სექსუალური ინტერესი იკლებს.

32. თუმცა ლიბიდო არ იკლებს. მისი ენერგია სოციალურ აქტივობაში იხარჯება, განათლებაში, შემოქმედებაში, სპორტში. დიახ, დიახ. სწორედ ფროიდმა დაასკვნა, რომ ენერგია ერთიანია, არ იყოფა ინტელექტუალურ და სექსუალურ ენერგიად. ადამიანი თავად ანაწილებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში… ბევრი მუშაობა, სპორტი, სექსი, ინტელექტუალური დატვირთვა, ნებისმიერი ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობა სხვა სფეროებში ჩადებული ენერგიის შემცირების ხარჯზე ხერხდება.

33. შემდეგი გენიტალიური ფაზაა. 12-18 წლამდე. ამ დროს ხელახლა იღვიძებს სექსისადმი ინტერესი, როგორც რეალური სექსუალური ურთიერთობებისადმი ინტერესი (რაც ბევრ შემთხვევაში სიბერემდე გრძელდება). ამ დროს მოზარდი არათუ საკუთარ მზაობას აცნობიერებს სექსისადმი, არამედ უკვე იმასაც ხვდება, როგორი ბიჭები და გოგონები მოსწონს.



34. ფროიდი იყო პირველი სწავლული აგრეთვე, რომელმაც სერიოზული ყურადღება მიაქცია ადამიანის სიზმრებს. აღმოაჩინა, რომ "სიზმრები - ეს არის სამეფო გზა ქვეცნობიერისაკენ".

35. სიზმრებში დაშიფრულია თქვენი სექსუალური ფანტაზიები, განდევნილი ეროტიული სურვილები, მოთხოვნილებები (ყველგან სექსია).

36. ნებისმიერი მოგრძო, ოვალური, მომრგვალებული საგნები მამაკაცის და ქალის სქესური ორგანოების აღმნიშვნელია.

37. თუკი გესიზმრებათ სახლი წაწვეტებული სახურავით, ეს ნიშნავს კაცს, ხოლო თუ გესიზმრებათ შენობა აივნით, ეს ქალია (ლოგიკა გასაგებია არა?)

38. სიზმარი - ეს არის დაშიფრული ამბავი სულის საიდუმლო ცხოვრებაზეც. თუკი გესიზმრებათ სიკვდილი, ეს მოგზაურობას ნიშნავს.



39. მამაკაცის სასქესო ორგანოების აღმნიშვნელია აგრეთვე საჰაერო ბურთები, თვითმფრინავები... ყველაფერი, რაც სხეულში შედის: დანები, დაშნები, ხმლები, თოფები… ყველაფერი რაც ისვრის… ონკანიც კი, რადგან წყალს ასხამს და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი უცნაური სიმბოლოებიც კი, როგორებიცაა ციფრი 3, შლაპა და პალტო. ქალის სასქესო ორგანო კი ყველაფერია, რაშიც შესვლა შეიძლება, შეღწევა: შახტა, ჩემოდანი, ოთახი, ჯიბე, მაგიდა! ნებისმიერი ავეჯი, რაც სახლს შიგნითაა.

40. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ყველა უბედურების სათავე ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ადამიანის სულის საიდუმლო ბავშვური ფსიქოლოგიური დრამების სიღრმეში იმალება და თუ ამ დრამებისთვის მიგნებას შევძლებთ, შევძლებთ განკურნებასაც. განკურნება კი ყველას გვჭირდება. ჩვენ ხომ ყველანი ავადმყოფები ვართ!


0
7236
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაია 24
მაია 24
7236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0