x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„მკერდი გაუდიდებიაო, გეგონება, პატარამკერდიან გოგოებს მე შევარქვი ფიცარა" - თამო კეშელავა
image
ბოლო დროს ქართველი ქალების მლანძღველი ქართველი კაცები მომრავლდნენ.
გადმოდგებიან ფეისბუქიდან, ვითარცა თავისი აგებული სახლის ბანიდან და გადმოგვყვირებენ: მკერდი გაუდიდებიაო, გეგონება, პატარამკერდიან გოგოებს მე შევარქვი ფიცარა...
ტუჩი გაუდიდებია და უტვინოაო, ისე იტყვიან, გეგონება, სათვალეებიანი, თმაგადაწეული, თხელტუჩიანი გოგოს დანახვისას ერთხელ მაინც ეთქვათ, ნახე, ნახე, ჭკვიანიო...
რამდენჯერ მოგისმენიათ ფრაზა: - ნახე, რა ნაშაა?
და ერთხელ მაინც მოგისმენიათ: - ნახე, პატიოსან გოგოს ჰგავს?
რასაც ყიდულობთ, ბაზარზე ყოველთვის ის დევს:)

ანტიკვარიატის მადლმა...

გამოხტებიან ბანს ქვემოთ მდგომნი;
- უტვინო ეძახე და ხუთჯერ გათხოვდა - იტყვიან მრავლისმთქმელი ღიმილით, თითქოს, ხუთჯერ გათხოვება ერთ სიყვარულს ნიშნავდეს, თითქოს ხუთჯერ გათხოვება მინიმუმ ოთხ უიღბლო ქორწინებას არ ნიშნავდეს, თითქოს ბედნიერება ქმრების და საყვარლების რიცხვში იყოს:)

- ეძახე სილიკონიანი, რას აცმევს და რა მანქანებით დაჰყავს საყვარელს, ვერ ხედავთ? - შესძახებენ ფეისბუქის ბანზე, ქართველი ქალების გასალანძღად გადმოფენილ კაცებს სხვები, თითქოს, ტანსაცმელში და მანქანაში იყოს ბედნიერება, თითქოს ტანსაცმლზე და მანქანებზე მოგონებები იყოს მთავარი სიცოცხლის ბოლოს.
ასე ხდება, როცა საზომი ერთეულის შესაბამისია ღირებულებები.


ჩემი ფავორიტი საყვედური, ქართველ ქალებზეა: - უი, რა უტვინოები არიან, ვაუ, როგორი უცოდინრები...
და ჭკვიანი ქალების უმეტესობას ვუყურებ და მარტონი არიან...
ყველა ჭკვიანი ქალი ამბობს ოდესმე სისულელეს და ყველა სულელ ქალშია ერთი ცხოვრებისეული სიბრძნე მაინც, სიმართლე ისაა, რომ იმ სისულელის და იმ სიბრძნის დამნახავი მამაკაცები შეცოტავდნენ.

ვუყურებ ქართველ გოგოებს, ლაღებს, ლამაზებს, ხო, ზოგჯერ სილიკონიანებს, კაცების ყურადღების და ახალი საზომი ერთეულით, მაღალი შედეგის მისაღებად და ვფიქრობ, რა ბედნიერები არიან, რომ ჯერ კიდევ არ იციან, რამდენჯერ მოუწევთ თქვენი საკეთებელის კეთება, რამდენი რამის კეთება მოუწევთ მარტოებს...
იქნებ, იციან, იციან და ამიტომაც...

50-60 წლის მამაკაცი და მე:
- ყველაზე მაგარი ქალები რუსებს ჰყავთ, რაის ქართველი, რუსებთან რას მივლენ ქართველი ქალები.
- ბებია მყავდა რუსი, ბაბუა რომ გარდაიცვალა, სამი შვილით დარჩა მარტო, კერა არ გააცია, რუსეთში არ დაბრუნდა, ქართველებად გავაჩინე და ქართველებად გავზრდიო...

არ იმჩნევს...
- ხოო? მე 12 წელი ვცხოვრობდი რუსეთში და არა, ქართველი ქალები ვინ არიან, კაცო, რაის ქართველი, შენი ჭირიმე.
- ცოლი რუსი გყავთ?
- არა, ქართველი.
- და გყავთ?
- კიი.
- ქალიშვილი?
- კიი...

ვერ მიხვდა რატომ ვკითხე, ან რა ვუთხარი.

ბაბუა გამახსენდა: თუ გინდა დედოფალი იყოს შენს გვერდით, მოექეცი ისე, როგორც დედოფლებს და აუცილებლად იდედოფლებს, კაცზეა დამოკიდებულიო...

ვწუხვარ, ამ კაცის გვერდით მდგომი ქალები ვერასოდეს იდედოფლებენ!

ადედოფლეთ! - შეიფერებს? - უნდა შეუფეროს კიდეც, დედოფლები იფერებენ.

გაადეფოფლეთ! არ შეიფერებს? - არც უნდა შეიფეროს, ზოგი დედოფალი ასეთია, ასე ხედავს დედოფლობას ზოგი.

და ნუ გადმოდგებით ფეისბუქზე, ვითარცა თქვენი აშენებული სახლის ბანზე, ქართველი ქალების სალანძღავად, ქალი კაცის სარკეა და არაფერი საქილიკო არაა ქალის წახდენაში, ქალის წახდენა, კაცის დაცემის მეორე ნიშანია...

ჩამოდით ბანებიდან და ადედოფლეთ, იქნებ, დედოფლების დახმარებით, მეფეებად გაიღვიძოთ ერთ დილით.

პ.ს. კაცები გაბუტვებს არ ვართ, ქალები ვიბუტებით და კაცები პირველ ნაბიჯს დგამთ, როგორც ქართულ ცეკვაში...image

0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0