გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს რუსი ბაიკერების კოლონა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებით უარის საფუძველია მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის "თ" ქვეპუნქტი.რომლის თანახმად “თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ."
შსს-ს ინფორმაციით რუსი ბაიკერები ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და უკან გააბრუნეს.როგორც რუსული მედიასაშუალებების უწყებით: რუსი ბაიკერების კოლონა 30-ზე მეტი ბაიკერისგან შედგებოდა, რომლებიც მიემგზავრებოდნენ სალონიკში სადაც 1-2 მაისს შეკრება იგეგმება.გავრცელებული ინფორმაციით რუს ბაიკერებს საქართველოში ტრანზიტული მოძრაობა აეკრძალათ.