სხვა ბრაზილიელი მოდელი დეფილეს დროს წაიქცა და გარდაიცვალა(ვიდეო) 2019, 28 აპრილი, 13:44 ბრაზილიელი მოდელი ტელეს კოტა სუარესი 27 აპრილს, სან-პაულოს მოდის კვირეულის ბოლო დღეს, პოდიუმზე გამოსვლიდან რამდენიმე წამში სცენაზე დაეცა., მაყურებლებს ეს ჯერ შოუს ნაწილი ეგონათ, მაგრამ როდესაც 26 წლის მოდელს ექიმები დაესივნენ, მაშინ ნათელი გახდა, რომ საქმე სერიოზულად იყო.ტელეს სუარესმა ფართხალი დაიწყო და პირიდან ქაფი ამოუშვა.
ახალგაზრდა მამაკაცი საკაცით სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
კოტა სუარესი MGT Base-ს სამოდელო სააგენტოში 2018 წლიდან იყო დასაქმებული, ამის გარდა თანამშრომლობდა მოდელიორ ფილიპე ფანაიასთან(Felipe Fanaia ) და ბრენდებთან Age და C & A.მას უწოდებდნენ "მწვანეთვალება პლატინისთმიან მოდელს".
623 3-ს მოსწონს
|