x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138970
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ლაზიკა, იგივე ეგრისის სამეფო
ლაზიკა,  იგივე ეგრისის სამეფო


კოლხეთის სამეფოს დაშლის და მასში შემავალი ტომობრივ-ტერიტორიული ერთეულების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად, ახ.წ. 100 წელს შეიქმნა ლაზიკის სამთავრო. შემდგომში კი დაახლოებით ახ.წ. 131 წელს შეიქმნა ლაზიკის სამეფო დედაქალაქით ნოქალაქევი. ამ სახელმწიფოს მთავარი ენები გახლდათ მეგრულ-ლაზური და ასევე სვანური. მოსახლეობა კი ამგვარი გახლდათ: ეგრები, შემდგომში მეგრელებად წოდებულნი, ლაზები, სვანები, აბაზგები, აფშილები, სანიგები, სკვიმნები (ლეჩხუმელები), მისიმიელები, ჯიქები და ჰენიოხები. ეს ხალხები კოლხური წარმართული პანთეონის აღმსარებელნი იყვნენ. ლაზიკის სახელმწიფომ არსებობა ახ.წ. 697 წელს შეწყვიტა.



ლაზიკის სამეფოს მეფეები:


1. აგროსი - ლაზიკის მეფე I-II საუკუნეების მიჯნაზე.



2. მალასა - ლაზიკის მეფე II საუკუნის პირველ ნახევარში.


3. პაკორი - ლაზიკის მეფე II საუკუნის შუა ხანებში.


4. ბაკური - ლაზიკის მეფე II საუკუნის ბოლოს.


II საუკუნის ბოლოდან ლაზიკას სახელმწიფო ჯერ რომის იმპერიის, ხოლო 330 წლიდან ბიზანტიის გავლენის ქვეშაა. 395 წელს რომის იმპერია ორად გაიყო და ამიერიდან ლაზიკის სამეფოს უშუალოდ ბიზანტიელი ბასილევსები განაგებდნენ. 420 წელს ლაზიკის სამეფომ კვლავ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.


ლაზიკა,  იგივე ეგრისის სამეფო V-VI სს.


5. გუბაზ I - ლაზიკის მეფე 420 - 457 წლებში.


გუბაზ I - ლაზიკის მეფე


6. 457-460 წლებში ლაზიკის სამეფო ისევ ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოექცა და მას ამ სამი წლის განმავლობაში უშუალოდ განაგებდა იმპერატორი ლეონ I.


ლეონ I - ბიზანტიის იმპერატორი. ლაზიკის მმართველი


7. 460 წლიდან 466 წლამდე, ექვსწლიანი ბრძოლების შემდგომ, ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიელები განდევნა და ლაზიკის სამეფო იბერიის სამეფოს დაუმორჩილა. შესაბამისად ლაზიკა იბერიის მეფეების გავლენის ქვეშ მოექცა და მის მმართველად 466-522 წლებში დაინიშნა მმართველი სახელად დამნაზე.


8. 522 წელს ლაზიკამ სრული დამოუკიდებლობა კვლავ აღიდგინა და გამეფდა წათე I - ძე დიდი გუბაზ I-ისა. და იყო იგი ლაზიკის მეფე 522 - 540 წლებში.


9. გუბაზ II - წათე I-ის ძე. ლაზიკის მეფე 540 - 554 წლებში.


10. წათე II - გუბაზ II-ის უმცროსი ძმა. ლაზიკის მეფე 554 - 561 წლებში.


ლაზების დროშა


ამის შემდგომ ლაზიკის სამეფო კვლავ მოექცა ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ. 562 წელს სპარსეთ-ბიზანტიის ზავის შემდეგ, ლაზიკაში სამეფო ხელისუფლება გაუქმდა. ქვეყანას სათავეში ჩაუდგნენ მთავრები ტიტულით - "ლაზიკის პატრიკიოსი".


ლაზიკის პატრიკიოსები:


11. ბარნუკ I - ლაზიკის პატრიკიოსი 640 - 663 და ასევე 664-665 წლებში.


12. გრიგორი - ლაზიკის პატრიკიოსი 663-664 და ასევე 665-675 წლებში.


13. ბარნუკ II - ლაზიკის პატრიკიოსი 675-691 წლებში.


14. სერგი ბარნუკის ძე - ლაზიკის პატრიკიოსი 691 წლიდან VII საუკუნის ბოლომდე.






კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1065
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1065
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0