x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე პატარა მამა მსოფლიოში: ბრიტანელ მსახიობს ახალშობილი გოგონა სიმაღლეში უსწრებს
image


30 წლის ბრიტანელი მსახიობი ჯეიმს ლასტედი როცა ქლოეზე ქორწინდებოდა, დგომა მას პატარა კიბეზე უწევდა, რათა თავისი გულისწორისთვის თვალებში ყურების შესაძლებლობა ჰქონოდა. 2019 წლის აპრილში კი წყვილს ქალიშვილი - ოლივია შეეძინა, ამგვარად, ჯეიმსი მსოფლიოში ყველაზე პატარა მამა გახდა.


imageimageimageimage



ჯეიმს ლასტედი თანდაყოლილი ნანიზმით (ნანიზმი - ბერძნული სიტყვაა და ჯუჯობას ნიშნავს, მისი სინონიმებია დვარფიზმი, ჯუჯობა, ნანოსომია) დაიბადა. გენეტიკურად განპირობებული დვარფიზმი არც ისე ხშირად გვხდება, როგორც გარკვეული ჰორმონების დარღვევით გამოწვეული ტანდაბლობა, რომელიც გენომის დონეზე (ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობა) არსებულ პათოლოგიაზე მიანიშნებს. ადამიანი ჯუჯად იმ შემთხვევაში ითვლება, თუკი ის 147 სმ - ზე ნაკლებია, ჯეიმსის სიმაღლე კი 30 წლის ასაკში 109 სმ შეადგენს.


image


ჯეიმსის მეუღლე 25 წლის ქლოე როგორც კი დაფეხმძიმდა, ოჯახის წუხილი მომავალი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაასმაგდა. მათ არ იცოდნენ თუ როგორ აისახებოდა მამის გენი პატარა გოგონაზე, ვინაიდან თუკი ჯუჯობა მემკვიდრეობით გადაიცემა - როგორც ჯეიმსის შემთხვევაში მოხდა - მაშინ ალბათობა, რომ შვილსაც ასევე გენომის დარღვევა აღმოაჩნდებოდა მაღალი იყო. რა თქმა უნდა, მოსიყვარულე მშობლებს ნანატრი შვილი ყოველ მიზეზ გარეშე ეყვარებოდათ, თუმცა როგორც ნებისმიერ წყვილს, ასევე მათთაც სურდათ რომ სრულიად ჯანმრთელი გოგონა ჰყოლოდათ.


imageimageimage


"ოლივია რომ დაიბადა ისეთმა საოცარმა გრძნობამ შემიპყო, რომ განცდების გადმოსაცემად სიტვებსაც კი ვერ ვპოულობ, - იხსენებს ჯეიმსი, როცა მედდამ ჩემი პატარა გოგონა ხელებზე დამიწვინა, სწორედ მაშინ მივხვდი რომ ამ ორი, უძვირფასესი ადამიანისთვის მზად ვიყავი რომ სიცოცხლეც დამეთმო".


imageimage

საბედნიეროდ, წყვილის შიშები არ გამართლდა, როგორც ექიმები აცხადებენ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი, 3, 700 წონის დაიბადა, შესაბამისად, არანაირი გამოხატული ჯანმრთელობის პრობლემა პატარა ოლივიას არ აღენიშნება.



imageimage

ცნობილ ხელოვანს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა თვით რეალიზებაში პრობლემას არ უქმნის, მსახიობი თეატრის სცენაზე ისევე წარმატებით თამაშობს, როგორც ფილმებსა და სერიალებში. სამსახიობო მოღვაწეობის პარალელურად ის ასევე, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მრჩევლის თანამდებობასაც წარმატებით ითავსებს. რაც შეეხება ახალბედა დედას, ის ერთ - ერთ სკოლაში პედაგოგად მუშაობს და მომავალი თაობის განათლების საქმეში საკუთარი, მოკრძალებული წვლილიც შეაქვს.


imageimageimageimage

ბედნიერი მშობლები მთელ თავისუფალ დროს პატარა შვილთან ერთად ატარებენ. "მსოფლიოს ყველაზე პატარა მამას" ჩვილის ხელში აყვანა არ უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა თითქმის უკვე მისი სიმაღლეა. "მომავალში კიდევ უფრო მეტი შვილის ყოლას ვაპირებთ, ჯერჯერობით კი ჩვენს ოლივიასთან ერთად გატარებული თითოეული წუთით ვტკბებით" - აცხადებს მოსიყვარულე მამა.


imageimage






0
503
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
503